ზემო ეშერა
ზემო ეშერა, ვერხნიაია-ეშერა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის მთისწინეთში. თემის ცენტრი (სოფლები:ამბარიხუწა, აღდარა, აძიგეჟი, უაზაბაა). ზღვის დონიდან 220 მ, სოხუმიდან 14 კმ.
სოფლის ტერიტორიაზეა ზედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული აძაბის მღვიმე, გვირაბი და ფარდული.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 258.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||