ზეგანი (სოხუმის მუნიციპალიტეტი)
ზეგანი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში (შრომის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში. ზღვის დონიდან 520 მ-ზე, სოხუმიდან 12 კმ-ის დაშორებით.
სოფლის ძველი სახელწოდებაა ხაბიუკი. 1948 წლის 3 სექტემბერს ეწოდა ზეგანი.[1] 1994 წელს დე-ფაქტო აფხაზურმა ადმინისტრაციამ უწოდა ხაბიუ (აფხ. Ҳабҩы). 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 11 მცხოვრები.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 329.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 31, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023
| ||||||||||