დირჰემი

ომაიანების ერთ-ერთი პირველი ვერცხლის დირჰემი
დირჰემი, იგივე დირჰამი (არაბ. درهم) — ძველი არაბული ვერცხლის მონეტა. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულიდან (იხ. დრაქმა); იჭრებოდა 698-699 წლებიდან; მისი წონა VII საუკუნის ბოლოსათვის 2,97 გრ. დირჰემის შუბლზე ქუფური შრიფტით წარწერილი იყო რელიგიური ფორმულა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ; ზურგზე — ყურანის სურები. ამგვარი დირჰემი იჭრებოდა არაბთა სახალიფოს ყველა ზარაფხანაში, ჰიჯრის 85 (704-705 წწ.). დირჰემი თბილისის ზარაფხანაშიც მოიჭრა. VIII საუკუნიდან არაბულმა (ქუფურმა) დირჰემმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო სისტემაში; ის მრავლადაა აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრებისას. ძველ ქართულ წყაროებში ვერცხლის ფულის, ანუ არაბული დირჰემის, აღსანიშნავად იხმარებოდა ტერმინი დრამა.
ფულადი ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ის წარმოადგენს შემდეგი ვალუტების ერთეულებს:
- მაროკოული დირჰემი
- არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი
- 1/100 ერაყული დინარი
- 1/1000 ლიბიური დინარი
- 1/100 კატარის რიალი
- 1/10 იორდანული დინარი
- 1/100 ტაჯიკური სომონი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ი. ჯალაღანია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. III, თბ., 1978. — გვ. 568-569.