ბენევენტო (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბენევენტო
ბენევენტოს ლოგო.png
სრული სახელი Benevento Calcio SRL
მეტსახელი ჯადოქრები (იტალ. Stregoni)
დაარსდა 1929; 90 წლის წინ (1929)
2005; 14 წლის წინ (2005) (განახლდა)
სტადიონი სტადიო ჩირო ვიგორიტო,
ბენევენტო, იტალია
(ტევადობა: 12,847 მაყურებელი)
პრეზიდენტი იტალიის დროშა ორესტე ვიგორიტო
მწვრთნელი იტალიის დროშა კრისტიან ბუკი
კაპიტანი იტალიის დროშა კრისტიან მაჯო
ლიგა სერია B
2018–19 სერია B, მე-3
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ბენევენტო“ (იტალ. Benevento Calcio) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან. დაარსდა 1929 წელს და განახლდა 2005 წელს. ასპარეზობს იტალიის სერია A-ში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიო ჩირო ვიგორიტოზე, რომელიც 12 847 მაყურებელს იტევს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დაარსდა 1929 წელს, როგორც „Associazione Calcio Benevento“.[1] თავდაპირველი საშნაო არენა იყო „მეომარტინი“, რომელიც ჩიჩიო მინოკიას მიერ იყო აშენებული.[2]

დაბალ ლიგებში ასპარეზობის შემდეგ, 1934–35 წლების სეზონში, „ბენევენტო“ შეუერთდა იტალიის დონით მესამე ჩემპიონატს იმ დროისთვის. პრიმე დივიზიონეს პირველივე სეზონში კლუბმა გადაასწრო ისეთ მოწინააღდეგეს, როგორიც იყო „რეჯიანა“. თუმცა „ბენევენტომ“ ვერ შეძლო სერია B-ში აღზევება. კლუბი დარჩა იმავე ჩემპიონატში, რომელსაც 1935–36 წლეიბის სეზონისთვის რეორგანიზაცია ჩაუტარდა და ახალ 64-კლუბიან ჩემპიონატს სერია C ეწოდა.

21-ე საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს დაარსდა კომპანია სახელად „F.C. Sporting Benevento S.r.l.“. ამავე დროს საფეხბურთო კლუბი „ბენევენტო“.

2017–08 წლების სეზონში, სერია C2-ის გათამაშების C ჯგუფში კლუბმა დაიკავა პირველი ადგილი და აღზევდა პროფესიონალური ლიგის უმაღლეს დივიზიონში, სადაც პირველივე, 2008–09 წლების სეზონში დაიკავა მე-2 ადგილი. რაც ნიშნავდა, რომ „ბენევენტო“ ითამაშებდა პლეი-ოფის მე-2 ეტაპზე. პირველ მატჩში კლუბმა იმარჯვა, მაგრამ პლეი-ოფის ფინალში „კროტონესთან“ დამარხდა, 2 მატჩის ჯამში 2–1.

2015–16 წლების სეზონისთვის მთავარ მწვრთნელად გაეტანო აუტერი დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით „ბენევენტო“ ჩემპიონი გახდა და ისტორიაში პირველად სერია B-ში აღზევდა. სერია B-ს საგზური ოფიციალურად 2016 წლის 30 აპრილს, „ლეჩესთან“ გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.[3]

2017 წლის 8 ივნისს, „ბენევენტო“ ისტორიაში პირველად აღზევდა იტალიის უმაღლეს ლიგაში. აღსაზევებელ პლეი-ოფში დაამარცხა „კარპი“, 2 მატჩის ჯამში 1–0.[4][5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Italian Benevento Calcio“, WeltFussballArchiv.com, 25 აგვისტო, 2007. 
  2. La Storia“, Unofficial news portal of Benevento Calcio, 25 აგვისტო, 2007. 
  3. (იტალიური) "Lega Pro: Benevento gained the Serie B". Corriere dello Sport, 30-4-2016
  4. http://www.football-italia.net/103864/serie-benvenuto-benevento
  5. “ბენევენტოს” ისტორიული შედეგი, საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“, 9 ივნისი, 2017.