ალექს ფერგიუსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სერ ალექს ფერგიუსონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექს ფერგიუსონი
Alex Ferguson.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ალექსანდრ
ჩეპმენ ფერგიუსონი[1]
დაბადების
თარიღი
31 დეკემბერი, 1941 (1941-12-31) (74 წლის)
დაბადების
ადგილი
გლაზგო, შოტლანდია
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1957–1960 კვინზ პარკი 31 (15)
1960–1964 სტ. ჯონსტონი 37 (19)
1964–1967 დანფერმლაინი 89 (66)
1967–1969 რეინჯერსი 41 (25)
1969–1973 ფარკირკი 95 (37)
1973–1974 ეირ იუნაიტედი 24 (9)
ეროვნული ნაკრები
1967 შოტლანდია XI 7 (9)
სამწვრთნელო კარიერა
1986-2013 მანჩესტერ იუნაიტედი
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

სერ ალექსანდერ ჩეპმენ „ალექს“ ფერგიუსონი (ინგლ. Sir Alexander Chapman "Alex" Ferguson; დ. 31 დეკემბერი, 1941) — შოტლანდიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. ფერგიუსონი 1986-2013 წლებში 27 წლის განმავლობაში იყო საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი. ამ პოსტზე მუშაობისას ალექს ფერგიუსონმა მრავალი ტიტული მოიგო და მრავალ რეკორდს ფლობს. მან „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად აქცია. მისი აღზრდილია ცნობილი ფეხბურთელები რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი, ნიკი ბატი, პოლ სქოულზი, გერი ნევილი, როი კინი, რიო ფერდინანდი, უეინ რუნი, კრიშტიანუ რონალდუ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლაზგოში, გემთმშენებლობის უბანში. 1958-60 წლებში თამაშობდა „კუინზ პარკში“.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ორ ლუდხანას ფლობდა. სამწვრთნელო კარიერა „ისტ-სტირლინგში“ დაიწყო. 1974 წლის ოქტომბერში სამუშაოდ „სენტ-მირენში“ გადავიდა. პირველი, რაც ფერგიუსონმა ახალ კლუბში გააკეთა, კაპიტნის გუნდიდან გაშვება იყო. მან ფეხბურთელს სადებიუტო მატჩის ფოტოზე მის უკან თითებით ლათინური V-ს გამოსახვა არ აპატია. 1978 წლის ივნისში ფერგიუსონმა „აბერდინთან“ გააფორმა კონტრაქტი და ლუდხანის მიტოვება მოუხდა. „აბერდინი“ შოტლანდიის ერთ-ერთი მოწინავე კლუბი იყო, მაგრამ ჩემპიონატი 1955 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. ფერგიუსონმა შედეგს ორ წელიწადში მიაღწია და „სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ ჰეგემონია დაამხო. 1983 წელს „აბერდინი“ მესამე შოტლანდიური კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასებზე გამარჯვება შეძლო: თასების თასის ფინალში ალფრედო დი სტეფანოს გაწვრთნილი „რეალ მადრიდი“ დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ ფერგიუსონმა არ მიიღო „არსენალის“, „რეინჯერსის“ და „ტოტენჰემის“ წინადადებები. 1986 წელს ის შოტლანდიის ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად, ხოლო ჯოკ სტინსის, მთავარი მწვრთნელის გარდაცვალების შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა. 1986 წლის მუნდიალზე ფერგიუსონის ნაკრებმა ერთი ქულა მოიპოვა.

1986 წლის 6 ნოემბერს ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ფერგიუსონმა გუნდი დაატოვებინა კევინ მორანს, ნორმან უაითსაიდს, პოლ მაკგრატს. ასევე წავიდნენ მაიკ დაქსბერი, გორდონ სტრაჩანი, იესპერ ოლსენი, პიტერ დევენპორტი, რემი მოუზესი, ფრენკ სტეპლტონი. მან „ბრისტოლ სიტიდან“ გადმოიყვანა რალფ მილნი. მოგვიანებით, მან მილნიზე აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი ტრანსფერი მის სამწვრთნელო კარიერაში. გუნდის შეადგენლობაში გამოჩდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები პოლ ინსი და ლი შარფი. ახალი გუნდით ფერგიუსონმა 1990 წლის ასოციაციის თასი მოიგო. ეს იყო მისი პირველი ტიტული მანჩესტერში. ამ გამარჯვებამ ფერგიუსონს შეუნარჩუნა „იუნაიტედის“ მწვრთნელის პოსტი.

ერთი წლის შემდეგ, 1991 წელს კი იოჰან კრუიფის „ბარსელონა“ დაამარცხა თასების მფლობელთა თასის ფინალში. 1992-93 წლების სეზონში კი პირველად მოიგო ჩემპიონის ტიტული. ამის შემდეგ ფერგიუსონმა „ლიდსისგან“ ერიკ კანტონა იყიდა. კანტონას პერიოდში, მანჩესტერმა ხუთ სეზონში, ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგა.

1995 წელს ასოციაციის თასის ფინალში გუნდი „ევერტონთან“ დამარცხდა. ამის შემდეგ ფერგიუსონმა კვლავ ახალგაზრდებს მისცა შანსი.

1999 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ალექს ფერგიუსონი რაინდად აკურთხა თავისი სპორტული დამსახურებებისათვის.[2]

1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ ფერგიუსონმა პენსიაში გასვლაზე დაიწყო ფიქრი. ის ფიქრობდა, რომ ასეთ მწვერვალს მეტს ვეღარ მიაღწევდა და თან მალე 60 წელი შეუსრულდებოდა. ამ დროს კლუბი შმეიხელმა და ირვინმა დატოვეს და ფერგიუსონი კვლავ შეუდგა გუნდის გაახალგაზრდავებას. ფერგიუსონი ედვინ ვან დერ სარის მოყვანას შეეცადა, რადგან რაიმონდ ვან დერ გოუ ძირითად მეკარედ ვერ ივარგებდა, მაგრამ ვერ მოახერხა. 2000 წლის ოქტომბერში მან წასვლის შესახებ განაცხადა.

2001 წლის 29 სექტემბერს „მანჩესტერმა“, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 0-3 აგებდა „ტოტენჰემთან“, 5-3 მოიგო. 2001 წლის დეკემბერში ფერგიუსონი საბოლოოდ აპირებდა პენსიაზე გასვლას აპირებდა და ამის შესახებ კლუბსაც შეატყობინა. მაგრამ მას ოჯახის წევრებმა გადააფიქრებინეს და ამის შემდეგ ის კიდევ 11 წელი დარჩა მანჩესტერში. 2001-02 წლების სეზონი კლუბმა ჩააგდო: პრემიერლიგაში მესამე ადგილს დასჯერდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალში ლევერკუზენის „ბაიერთან“ დამარცხდა. შემდეგ სეზონში ფერგიუსონმა რუდ ვან ნისტელროი და ხუან სებასტიან ვერონი იყიდა, რაშიც კლუბს დიდი ფული დაახარჯვინა, იაპ სტამის ნაცვლად კი ლორან ბლანი მიიყვანა, რამაც აღმოჩნდა, რომ არ გაამართლა.

2003 წლის თებერვალში, ასოციაციის თასზე „არსენალის“ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ, რომელიც მათ 2-0 წააგეს, მასა და დევიდ ბექჰემს შორის დაპირისპირება მოხდა. ბექჰემი მცველებს არ დაეხმარა სილვაინ ვილტორის გოლისას. მაგრამ ის შეცდომას არ აღიარებდა. გასახდელში გაბრაზებულმა ფერგიუსონმა ბუცს ფეხი დაარტყა და ბექჰემს თვალში მოხვდა. მეორე დღეს ფერგიუსონმა ბექჰემის გუნდიდან წასვლა მოითხოვა. ამის შემდეგ ბექჰემმა ცუდად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, რომელიც მანჩესტერელებმა 1-3 წააგეს. შემდგომ მატჩში „ნიუკასლთან“ ფერგიუსონმა ბექჰემის ნაცვლად ოლე გუნარ სოლსკიაერი ათამაშა და მატჩი 6-2 მოიგო, ამიტომ მან „რეალ მადრიდთან“ საშინაო შეხვედრაში ბექჰემი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მხოლოდ 63-ე წუთზე შეუშვა ვერონის ნაცვლად. 85-ე წუთზე ბექჰემმა საჯარიმო დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ 4-3 გამარჯვება „იუნაიტედს“ არ ეყო და ლიგას გამოეთიშა. მაგრამ კლუბმა იმ წელს ჩემპიონის ტიტული მოიგო.

2002-2008 წლებში ფერგიუსონის ასისტენტად პორტუგალიელი კარლუშ კეირუში მუშაობდა, გარდა მცირე პერიოდისა, როცა კეირუში „რეალ მადრიდის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ფერგიუსონს კეირუში მანჩესტერში საკუთარ მემკვიდრედ ყოფნის საუკეთესო კანდიდატად მიაჩნდა, მაგრამ კეირუში 2008 წელს პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებას დასთანხმდა.

2004 წლის იანვარში კლუბს „ფულემიდან“ ლუის საჰა შეუერთდა. მაგრამ საჰა ხშირად ტრავმიანობდა და ფერგიუსონმა გადაწყვიტა, რომ მასზე გუნდს ვერ ააგებდა. ამიტომ ის 2008 წელს „ევერტონს“ დაუთმეს. 2004 წლის მაისში 7 მლნ ფუნტად მან ალან სმიტი შეიძინა. 2003-04 წლების სეზონი გუნდმა მესამე ადგილზე დაასრულა და მოგო ასოციაციის თასი. ფინალში მათ „მილუოლი“ 3-0 დაამარცხეს. 2006 წელს „იუნაიტედმა“ მხოლოდ ლიგის თასის მოგება მოახერხა. 2006 წელს მან მაიკლ კერიკი შეიძინა, რადგან ცენტრალური ნახევარმცველი პოლ სქოულზი უკვე 30-ს იყო გადაცილებული.

ფერგიუსონის ხელმძღვანელობით უკანასკნელი მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2013 წლის 13 მაისს ჩაატარა და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან“ 5-5 ითამაშა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩემპიონთა ლიგა
  • გამარჯვებული (2): 1999, 2008
  • ფინალისტი (2): 2009, 2011
თასების მფლობელთა თასი
  • გამარჯვებული: 1991
პრემიერლიგა
  • გამარჯვებული (13): 1993, 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009, 2011, 2013
  • ვერცხლის პრიზიორი (5): 1995, 1998, 2006, 2010, 2012
ასოციაციის თასი
  • გამარჯვებული (5): 1990, 1994, 1996, 1999, 2004
  • ფინალისტი (3): 1995, 2005, 2007
ლიგის თასი
  • გამარჯვებული (4): 1992, 2006, 2009, 2010
  • ფინალისტი (3): 1991, 1994, 2003

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექს ფერგიუსონი, „ჩემი ავტობიოგრაფია“ — „არტანუჯი“, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-445-51-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sir Alexander Chapman Ferguson. mufcinfo.com. MUFCInfo. წაკითხვის თარიღი: 2011-07-12.
  2. Sir Alex's crowning glory“, BBC News, British Broadcasting Corporation (BBC), 20 ივლისი, 1999.