პაულინიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაულინიო
პაულინიო 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჟოზე პაულო ბეზერა მასიელ ჟუნიორი
დაბადების
თარიღი
25 ივლისი, 1988 (1988-07-25) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-პაულუ, ბრაზილია
სიმაღლე 181 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
გუანჯოუ
(იჯარით)
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
2003 სან-პაულუ
2003 ჟუვენტუსი
2004–2005 პორტუგეზა
2006 Aduax
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006 Aduax
2006–2007 ვილნიუსი 38 (5)
2007–2008 ლოძი 17 (0)
2008–2009 Aduax 39 (7)
2009–2010 ბარაგანტინო 28 (6)
2010–2013 კორინთიანსი 86 (20)
2013–2015 ტოტენჰემი 45 (6)
2015–2017 გუანჯოუ 63 (17)
2017–2019 ბარსელონა 34 (9)
2018–2019   გუანჯოუ 2 (1)
ეროვნული ნაკრები
2011–2018 ბრაზილია 56 (13)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 30 ივლისი, 2018
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 30 ივლისი, 2018

ჟოზე პაულო ბეზერა მასიელ ჟუნიორი (პორტ. José Paulo Bezerra Maciel Junior; დ. 25 ივლისი, 1988, სან-პაულუ) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც — პაულინიო. „გუანჯოუ ევერგრანდისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი.[1][2]

საფეხბურთო კარიერა პაულინიომ მშობლიურ ქალაქ სან-პაულუში დაიწყო. 2006 წელს იგი გადავიდა ლიტვურ გუნდ „ვილნიუსში“, სადაც ორი წელი გაატარა. 2007 წელს, იმის შემდეგ რაც „ვილნიუსი“ ლიტვის მეორე ლიგაში დაქვეითდა, პაულინიომ გუნდი დატოვა და კონტრაქტი პოლონურ „ლოძთან“. 2009 წელს პაულინიო დაბრუნდა ბრაზილიაში, სან-პაულის მეოთხე ლიგის გუნდში, თუმცა იქ პაულინიო დიდხანს არ გაჩერდა და იმავე წელს ბრაზილიის სერია ბ-ში მოასპარეზე „ბარაგანტინოს“ შეუერთდა. სწორედ „ბარაგანტინოში“ პაულინიო ბრაზილიის დიდი გუნდების ყურადღება მიიპყო, რის შედეგადაც 2010 წელს პაულინიო გაიფორმა „კორინთიანსმა“. ახალ გუნდში იგი მალევე გახდა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე. „კორინთიანსის“ რიგებში პაულინიო გახდა ბრაზილიის ჩემპიონატის და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული.

2013 წლის 2 ივნისს პაულინიო ინგლისური „ტოტენჰემის“ მოთამაშე გახდა. ტრანსფერის ღირებულებამ 17 მილიონი ევრო შეადგინა. „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში პაულინიომ 45 პრემიერ-ლიგის მატჩში მიიღო მონაწილეობა.

2015 წლის 1 ივლისს დადასტურდა პაულინიოს ტრანსფერი ჩინურ „გუანჯოუ ევერგრანდში“.

ბევრისთვის მოულოდნელად, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პაულინიო კატალონიის „ბარსელონამ“ გაიფორმა 40 მილიონ ევროდ. ესპანური გუნდის გულშემატკივრები მწვავედ აკრიტიკებდნენ თავიანთი საყვარელი კლუბის ხელმძღვანელობას, რადგან პაულინიოს ტრანსფერს არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევდნენ. 2017 წლის 16 სექტემბერს პაულინიომ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა „ხეტაფესთან“ გასვლით მატჩში. ის თამაში „ბარსელონამ“ 2–1 მოიგო. იმავე წელს „ბარსელონას“ რიგებში პაულინიომ კარიერაში პირველი მატჩი ჩაატარა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც მისმა გუნდმა 3–0 დაამარცხა ტურინის „იუვენტუსი“.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის დროშა კორინთიანსი
ესპანეთის დროშა ბარსელონა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Paulinho. FC Barcelona. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  2. José Paulo Bezzera Maciel Júnior. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  3. Franceschini, Gustavo; Carvalho, Samir. (20 იანვარი, 2015) Com a cabeça enfaixada, Danilo, meia do Corinthians, marca o gol do título paulista Corinthians conquista Paulistão com empate, espanta crise e frustra tetra de Neymar Portuguese. UOL Esportes. Grupo Folha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  4. Copa Libertadores – Final (5 ივლისი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-12. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.
  5. FIFA Club World Cup Japan 2012. Fédération Internationale de Football Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-04. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2018.