ვასკო და გამა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლუბ დე რეგატას ვასკო და გამა
სრული სახელი რეგატას ვასკო და გამა
მეტსახელი ადმირალი
დაარსდა 1898, 1915
სტადიონი ესტადიო საუ ჟანუარიო
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
(ტევადობა: 21 880)
პრეზიდენტი ბრაზილიის დროშა ალექსანდრე კამპელო
მწვრთნელი ბრაზილიის დროშა ალბერტო ვალენტიმი
ლიგა ბრაზილიის სერია A
2017 მე-6 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა
გუნდის ფოტო, 1934 წელი

კლუბ დე რეგატას ვასკო და გამა (პორტ. Club de Regatas Vasco da Gama) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა 1898 წლის 21 აგვისტოს (პროფესიული ფეხბურთის დეპარტამენტმა აღიარა 1915 წლის 5 ნოემბერს). იგი შექმნეს პორტუგალიელმა ემიგრანტებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ დასახლებაში (უბანში). იგი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი ბრაზილიაში, მას ჰყავს 20 მილიონზე მეტი გულშემატკივარი. თავიდან იგი იყო როუვინგის კლუბი, თუმცა მოგვიანებით ფეხბურთის კლუბადაც იქცა.

გუნდის საშინაო სტადიონი არის „საო ჯანუარიო“, რომელიც იტევვს 21 880 კაცს. ეს სტადიონი არის სიდიდით მესამე ბრაზილიაში, მარაკანასა და ენგენჰაოს შემდეგ. გუნდი თამაშობს შავი მაისურებით, თეთრი დიაგონალური ხაზებითა და შავი შორტებით.

კლუბის სახელი ეწოდა პორტუგალიელი მოგზაურის ვასკო და გამას პატივსაცემად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]