ტბეთი (გორის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტბეთი.

ტბეთისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. ზღვის დონიდან 900 მეტრი, ცხინვალიდან 3,5 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტბეთი ისტორიული შიდა ქართლის ერთ-ერთი ძველი სოფელია. აქედან მოდის დიდგვაროვან აზნაურთა - ტბელთა გვარი. სოფელში არის ტბელი ერისთავების რეზიდენცია. შემორჩენილია ციხესიმაგრისა და ეკლესიის (ე.წ. ბორცვისჯვრის) ნანგრევები. ტაძრის მოჩუქურთმებული და წარწერებიანი ქვები, რომელთა ნაწილი X საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნებოდა, 1920-იან წლებში გაიფანტა: ჩუქურთმიანი ქვები ცხინვალის საავადმყოფოს კედლებში ჩააყოლეს, ხოლო X-XI საუკუნეების მიჯნის არქიტრავი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. არქიტრავის წარწერიდან ირკვევა რომ ტაძარი აუშენებია პატრიკ ტბელს - ქავთარ ტბელის შვილს. წარწერაში მოხსენიებული არიან ამ გვარის სხვა წარმომადგენლებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]