უილიამ ჰოვარდ ტაფტი
უილიამ ჰოვარდ ტაფტი William Howard Taft | |
აშშ-ის 27-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1909 – 4 მარტი, 1913 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯეიმზ შერმანი (1909-1912) არავინ (1912-1913) |
წინამორბედი | თეოდორ რუზველტი |
მემკვიდრე | ვუდრო უილსონი |
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ივლისი, 1921 – 3 თებერვალი, 1930 | |
კუბის დროებითი გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 სექტემბერი, 1906 – 13 ოქტომბერი, 1906 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 თებერვალი, 1904 – 30 ივნისი, 1908 | |
პრეზიდენტი | თეოდორ რუზველტი |
ფილიპინების გენერალ-გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ივლისი, 1901 – 23 დეკემბერი, 1903 | |
დაბადებული | 15 სექტემბერი, 1857 ცინცინატი, ოჰაიო |
გარდაცვლილი | 8 მარტი, 1930 ვაშინგტონი |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | ჰელენ ჰერონ ტაფტი |
პროფესია | იურისტი |
ხელმოწერა |
უილიამ ჰოვარდ ტაფტი (ინგლ. William Howard Taft; დ. 15 სექტემბერი, 1857 — გ. 8 მარტი, 1930) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 27-ე პრეზიდენტი 1909-1913 წლებში, რესპუბლიკელი.
ტაფტი 1857 წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში დაიბადა. მან დაამთავრა იელის კოლეჯი 1878 წელს და ცინცინატის სამართლის სკოლა 1880 წელს. იგი სასამართლოს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ამის შემდეგ 1900 წელს ის პრეზიდენტმა უილიამ მაკ-კინლმა ფილიპინების გენერალ-გუბერნატორად დანიშნა. 1904 წელს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა აშშ-ის ომის მდივნად დანიშნა. 1908 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტაფტს მოქმედმა პრეზიდენტმა და მეგობარმა თეოდორ რუზველტმა მხარი დაუჭირა. მან არჩევნებში ადვილად გაიმარჯვა.
მისი პრეზიდენტობის დროს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მოვლენები მონოპოლიების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, ასევე სამოქალაქო სამსახურის რეფორმა და საფოსტო სამსახურის ფუნქციონირების გაუმჯობესება იყო. საგარეო პოლიტიკაში ტაფტი დოლარის დიპლომატიით აზიისა და ლათინური ამერიკის განუვითარებელი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას ცდილობდა. 1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მას ყოფილი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი დაუპირისპირდა, გამანადგურებელი მარცხი იწვნია და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. რესპუბლიკელების ელექტორატის ხმების გაყოფის ხარჯზე არჩევნებში დემოკრატმა ვუდრო უილსონმა გაიმარჯვა.
1921 წელს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა ტაფტი აშშ-ის მთავარ მოსამართლედ დანიშნა. 1930 წელს იგი ჯანმრთელობის გამო თანამდებობიდან გადადგა. გადადგომიდან ერთ თვეში ის გარდაიცვალა. ტაფტი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალეს. ტაფტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მძიმე წონიანი პრეზიდენტი იყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- William Howard Taft: A Resource Guide from the Library of Congress
- William Howard Taft — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- Extensive essay on William Howard Taft and shorter essays on each member of his cabinet and the First Lady from the Miller Center of Public Affairs დაარქივებული 2007-08-11 საიტზე Wayback Machine.
- Inaugural Address
- Taft's sleep apnea
- Taft's medical history