გუდავა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რაიონი - მუნიციპალიტეტი, replaced: რაიონში → მუნიციპალიტეტში using AWB (6914)
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გუდავა''', სოფელი [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], [[გალის მუნიციპალიტეტი|გალის მუნიციპალიტეტში]], [[სამურზაყანოს დაბლობი|სამურზაყანოს]] დაბლობზე, მდინარე ოქუმის მარცხენა მაპირას. ზღვის დონიდან 20 მ, გალიდან 12 კმ, აჩიგვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ.
'''გუდავა''', სოფელი [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], [[გალის მუნიციპალიტეტი|გალის მუნიციპალიტეტში]], [[სამურზაყანოს დაბლობი|სამურზაყანოს]] დაბლობზე, მდინარე ოქუმის მარცხენა ნაპირას, [[აჩიგვარა|აჩიგვარის]] თემში. ზღვის დონიდან 20 მ, გალიდან 12 კმ, აჩიგვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ.

ისტორიული სოფელი გუდავა მოიცავდა ახლანდელი სოფლები [[პირველი გუდავა|პირველი გუდავის]], [[მეორე გუდავა|მეორე გუდავისა]] და საკუთრივ გუდავის ტერიტორიებს. იგი აღნიშნულია იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილ რუკაზე (1964). გუდავას ადგილზე ადამიანს ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულში უცხოვრია. გვიანდელი ანტიკური ხანისა და ადრინდელი შუა საუკუნეების გუდავა - ქალაქის ტიპის დასახლება - ცნობილი იყო ''ზიგანისის'' სახელწოდებით. გვიანდელი ანტიკურ ხანაში გუდავა იმ ციხესიმაგრეთა სისტემაში შედიოდა, რომლებიც [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] მცირეაზიური პროვინციების მისადგომებს იცავდა. წერილიბით წყაროებში მოხსენიებულია ზიგანისის ციხე, სადაც IV-V საუკუნეების მიჯნაზე რომაელთა კოჰორტა (400-600-კაციანი რაზმი) მდგარა. VII-X საუკუნეებში ლაზიკის 4 საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთი გუდავაში იყო.

14:01, 13 თებერვალი 2011-ის ვერსია

გუდავა, სოფელი აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ოქუმის მარცხენა ნაპირას, აჩიგვარის თემში. ზღვის დონიდან 20 მ, გალიდან 12 კმ, აჩიგვარიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კმ.

ისტორიული სოფელი გუდავა მოიცავდა ახლანდელი სოფლები პირველი გუდავის, მეორე გუდავისა და საკუთრივ გუდავის ტერიტორიებს. იგი აღნიშნულია იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის მიერ შედგენილ რუკაზე (1964). გუდავას ადგილზე ადამიანს ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულში უცხოვრია. გვიანდელი ანტიკური ხანისა და ადრინდელი შუა საუკუნეების გუდავა - ქალაქის ტიპის დასახლება - ცნობილი იყო ზიგანისის სახელწოდებით. გვიანდელი ანტიკურ ხანაში გუდავა იმ ციხესიმაგრეთა სისტემაში შედიოდა, რომლებიც რომის იმპერიის მცირეაზიური პროვინციების მისადგომებს იცავდა. წერილიბით წყაროებში მოხსენიებულია ზიგანისის ციხე, სადაც IV-V საუკუნეების მიჯნაზე რომაელთა კოჰორტა (400-600-კაციანი რაზმი) მდგარა. VII-X საუკუნეებში ლაზიკის 4 საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთი გუდავაში იყო.

1970-1972 წლების არქეოლოგიური გათხრებისას (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია) გუდავაში აღმოჩნდა გამაგრებული სამხედრო ბანაკის (ციხის) გალავნის ნაშთები, აგრეთვე გვიანდელი ანტიკური ხანისა და ადრინდელი შუა საუკუნეების ადგილობრივი და რომაული კერამიკა, მინის ჭურჭლის ნატეხები, რომაული მონეტები.

ლიტერატურა

  • ლექვინაძე ვ., ბერაძე თ., ქსე, ტ. 3, გვ. 290, თბ., 1978