ხოსე ანტონიო რეიესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოსე ანტონიო რეიესი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხოსე ანტონიო რეიეს კალდერონი
დაბადების
თარიღი
1 სექტემბერი, 1983
დაბადების
ადგილი
უტრერა, ესპანეთი
გარდაცვალების
თარიღი
1 ივნისი, 2019 (35 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
უტრერა, ესპანეთი
სიმაღლე 175 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა გარემარბი
ახალგაზრდული კარიერა
1994-1999 სევილია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2001 სევილია B 32 (1)
2000–2004 სევილია 86 (22)
2004–2007 არსენალი 69 (16)
2006–2007   რეალ მადრიდი 30 (6)
2007–2011 ატლეტიკო მადრიდი 104 (8)
2008–2009   ბენფიკა 24 (4)
2012–2016 სევილია 109 (9)
2016–2017 ესპანიოლი 21 (3)
2018 კორდობა 17 (1)
2018 ტიანშინი 14 (4)
2019 ესტრემადურა 9 (0)
ეროვნული ნაკრები
2003 ესპანეთი 16 წლ. 4 (1)
2003 ესპანეთი 19 წლ. 3 (0)
2004 ესპანეთი 21 წლ. 4 (1)
2003–2005 ესპანეთი 21 (4)
2003–2006 ანდალუსია 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 აპრილი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 აპრილი, 2019

ხოსე ანტონიო რეიეს კალდერონი (ესპ. José Antonio Reyes Calderón [xoˈse anˈtonjo ˈreʝes kaldeˈɾon]; დ. 1 სექტემბერი, 1983 — გ. 1 ივნისი, 2019) — ესპანელი ფეხბურთელი, მარცხენა გარემარბი.

ხოსე ანტონიო რეიესი „სევილიის“ აკადემიის აღზრდილია და ამ გუნდის რიგებში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. 2004 წელს ლონდონის „არსენალში“ გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა, ის იმ ლეგენდარული გუნდის წევრი იყო, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო, 49 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. რეიესმა გუნდთან ერთად პრემიერ ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იასპარეზა, სადაც ლეგენდარულ მატჩში „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

„არსენალიდან“ განათხოვრების წესით „რეალ მადრიდში“ გადავიდა, სადაც 2006-07 წლების სეზონში სამეფო კლუბმა ლა ლიგა ბოლო ტურში, სწორედ მისი დუბლის წყალობით მოიგო.

რეალში იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ის „არსენალიდან“ მადრიდულმა „ატლეტიკომ“ გამოისყიდა, სადაც 2007-11 წლებში 104 თამაშში 8 გოლი გაიტანა, 2008-09 წლების სეზონი კი განათხოვრების წესით პორტუგალიურ „ბენფიკაში“ გაატარა.

ატლეტიკოს შემდეგ რეიესი ისევ „სევილიას“ დაუბრუნდა, სადაც 2012-2016 წლებში ასპარეზობდა, ამის შემდეგ რეიესმა „ესპანიოლში“, „კორდობასა“ და „ტიანშინში“ იასპარეზა, ხოლო მისი ბოლო საფეხბურთო გუნდი „ესტრემადურა“ გამოდგა. ხოსე ანტონიო რეიესს ესპანეთის ნაკრებში 2003-2006 წლებში 21 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ის ნაკრებს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეხმარებოდა, სადაც საკულტო 10 ნომრიანი მაისური ემოსა.

ესპანელი ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპა ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული, სამჯერ „სევილიის“, ორჯერ კი „ატლეტიკოს“ რიგებში.[2][3] ამას გარდა მან თითოჯერ ესპანეთის თასი, სუპერთასი, ესპანეთის ჩემპიონატი, ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი, პორტუგალიის თასი და ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი მოიგო.

2019 წლის 1 ივლისს, 35 წლის ასაკში რეიესი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში. ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:40 საათზე, სევილია-უტრერას გზაზე მოხდა, რეიესის მშობლიურ ქალაქში. რეიესთან ერთად მანქანაში მისი ბიძაშვილები ხონათან რეიესი და მანუელ კალდერონი იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. „Mundo Deportivo“-ს ცნობით, მანქანა გზიდან გადავიდა, რის შემდგომაც ცეცხლი გაუჩნდა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სევილია[4]

არსენალი[4]

რეალ მადრიდი[4]

ატლეტიკო მადრიდი[4]

ბენფიკა[4]

ესპანეთი 19 წლ.[4]

  • ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი: 2002[7]

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. José Antonio Reyes. Eurosport. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2018.
  2. 2.0 2.1 2.2 Saffer, Paul. (18 მაისი, 2016) Reyes's fifth win: top UEFA club cup winners. UEFA. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2016.
  3. Pyman, Tom. (8 აპრილი, 2016) The greatest goal I ever saw: Arsenal's Reyes against Middlesbrough. Sabotage Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-01. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2018.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 José Antonio Reyes – Trophies. Soccerway. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2015.
  5. Keegan, Mike (27 მაისი, 2015). „Dnipro 2–3 Sevilla: Carlos Bacca scores twice as La Liga side survive scare to retain Europa League crown and earn Champions League spot with dramatic win in Warsaw“. Daily Mail. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  6. 6.0 6.1 José Antonio Reyes: Overview. Premier League. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2018.
  7. „España vence a Alemania y se proclama campeona de Europa Sub-19“ [Spain beat Germany and are crowned Under-19 European champions]. Diario AS (Spanish). 28 ივლისი, 2002. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)