ირანისტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფირდოუსის შაჰნამე

ირანისტიკა არის ინტერდისციპლინური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ირანულ და სპარსულ სულიერ და მატერიალურ მემკვიდრეობას უძველესი დროიდან დღემდე (ძველი ირანისტიკა <=> ახალი ირანისტიკა). ირანისტიკის კვლევის სფეროში შედის ირანის ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების და საერთოდ კულტურის პრობლემატური საკითხების მეცნიერული შესწავლა–დამუშავება. ყოველივე კი ეფუძნება ირანული ენების შესწავლას.

ირანისტიკა მოიცავს დღევანდელი ირანის, ავღანეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის პოლიტიკურ–გეოგრაფიული სივრცეში არსებულ სახელმწიფოებს.

ორნამენტიკა ოლიაითუს მავზოლეუმში (სოლთანიე)

ირანისტიკა თანამედროვე ირანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში თეირანის უნივერსიტეტში ირანისტიკის რამდენიმე კათედრა გაიხსნა, სადაც მეცნიერული კვლევა–ძიება ძველ ირანისტიკაზე იყო კონცენტრირებული, შეისწავლიდნენ როგორც ენათმეცნიერებასა და არქეოლოგიას, ასევე ძველი ირანის კულტურას, სპარსულ ლიტერატურასა და ისტორიას.

შირაზის უნივერსიტეტში ალირეზა შაპურ შაჰბაზის ხელმძღვანელობით სწავლების ძირითად საგანს არქეოლოგია წარმოადგენდა და აქემენიდთა ხანას იკვლევდნენ.

დღემდე ყველაზე დიდი სპარსული ენის ენციკლოპედიური ლექსიკონი 15 ტომისაგან შედგება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]