მანანა სანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანანა სანაძე
მანანა სანაძე.jpg
დაბ. სახელი მანანა ვლადიმერის ასული სანაძე
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი, 1953, თბილისი
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი-თურქოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002).
ჯილდოები ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო პრემია, 1982; ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 1970; ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 1969
საიტი http://www.ug.edu.ge/

მანანა ვლადიმერის ასული სანაძე (დ. 28 სექტემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი-თურქოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყნათმცოდნეობის განყოფილება (თურქეთის ისტორიის სპეციალობით).
  • 1975-1996 თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრა. ასპირანტი (1975—1978); კათედრის ლაბორანტი (1979—1982); კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1982—1989); კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი(1989—1996).
  • 1992-1993 საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სპეციალისტი.
  • 1996-2003 თსუ-ს საქართველოს ისტორიის წყაროებისა და ისტორიოგრაფიის შემსწავლელი კვლევითი ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
  • 1998-დან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მზრუნველთა საბჭოს წევრი.
  • 1999-2000 სამეცნიერო-ტექნიკური ლიცეუმის პრორექტორი ჰუმანიტარული განხრით.
  • 1999-2000 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და კულტურის კათედრის პროფესორი.
  • 2004-იდან არის საქართველოს უნივერსიტეტის (2007 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი) რექტორი.
  • 1980 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2002 წელს — სადოქტორო დისერტაციები.
  • გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომა , მათ შორის 6 მონოგრაფია.

მნიშვნელოვანი შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVII საუკუნეებში. ”მეცნიერება”, თბ. 1979;
  • ქართლის ცხოვრება, წიგნი I, ”ზვარი”, თბ. 1992 (ნ.შოშიაშვილთან ერთად);
  • ქართლის ცხოვრება, წიგნი I, მეორე შევსებული გამოცემა, ”ნეკერი”, თბ. 1994 (ნ.შოშიაშვილთან ერთად)
  • ქართლის ცხოვრება, წიგნი II, მეორე შევსებული გამოცემა, ”ზვარი”, თბ. 1998 (ნ.შოშიაშვილთან ერთად)
  • საქართველოს ისტორია. ანტიკური ხანა და შუასაუკუნეები, ”საქართველოს მაცნე”, თბ. 2003 (თამაზ ბერაძესთან ერთად)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო პრემია, 1982
  • ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 1970
  • ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 1969