მეზღვიასებრნი
იერსახე
| მეზღვიასებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Stercorariidae | ||||||||||||
| ||||||||||||
მეზღვიასებრნი (Stercorariidae) — ფრინველთა ოჯახი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მოიცავს 2 გვარს: Stercorarius (3 სახეობა) და Catharacta (1 სახეობა). საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლში იშვიათად გვხვდება მოკლეკუდა მეზღვია (Stercorarius parasiticus), როგორც შემომფრენი ფორმა. მეზღვიასებრნი ბინადრობს ტუნდრასა და ზღვების სანაპიროებზე. დედალი 2 კვერცხს დებს, ინკუბაცია გრძელდება 28-30 დღეს. იკვებებიან თევზებით, უხერხემლოებით, მღრღნელებით, კენკრით. ანადგურებენ სხვა ფრინველების ბუდეებსაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 547.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Skua videos დაარქივებული 2016-04-11 საიტზე Wayback Machine.