ალბატროსისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალბატროსისებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ქარიშხალასნაირნი
ოჯახი: ალბატროსისებრნი
ლათინური სახელი
Diomedeidae (G.R. Gray, 1840)

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 174513
NCBI 37067
EOL 8008
FW 39692

ალბატროსისებრნი (ლათ. Diomedeidae) — ოკეანის ფრინველების ოჯახი ქარიშხალასნაირთა რიგისა. ზოგი სახეობა 1 მ-მდე სიგრძისაა, ფრთების შლილი კი 4,5 მ აღწევს. აქვთ წვეროკაუჭიანი ნისკარტი, მილისებრი ნესტოები, ვიწრო ფრთები. აერთიანებს 4 გვარს, 21 სახეობას.[1] ფრენენ ლივლივით. ხმელეთზე მხოლოდ გამრავლების პერიოდში გამოდიან, ბუდეს მიწაზე იკეთებენ, დებენ თითო კვერცხს. კრუხად დედალთან ერთად მამალიც ჯდება. მართვე ბუდეში რჩება 6 თვემდე. ალბატროსისებრნი უხერხემლო ცხოველებით და თევზებით იკვებებიან. ბინადრობენ უმეტესად სამხრეთ ნახევარსფეროში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]