ქარიშხალასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქარიშხალასებრნი

უესტლანდური ქარიშხალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Procellariidae (Leach, 1820)

ქარიშხალასებრნი[1][2] (ლათ. Procellariidae) — ფრინველთა ოჯახი ქარიშხალასნაირთა რიგისა. ზღვის ფრინველები არიან, ბინადრობენ მსოფლიოს ყველა ოკეანის სანაპიროებზე, განსაკუთრებით სამხრეთ პოლუსისკენ. მოიცავს 14 გვარის 88 სახეობას.[3] ყველაზე პატარა წარმომადგენელია პატარა ქარიშხალა (ლათ. Puffinus puffinus), რომლის სხეულის სიგძეა 25 სმ, ფრთის შლილი 60 სმ, ხოლო მასა 170 . ოჯახის უდიდესი წარმომადგენელი — გიგანტური ქარიშხალა ზომებით ალბატროსებს არ ჩამოუვარდება, მისი სხეულის სიგრძე 1 -მდე, ფრთის შლილი 2 მ-მდე და მასა 5 კგ-მდეა. ფერად თეთრი, ნაცრისფერი, შავი და ყავისფერი არიან. დებენ 1 კვერცხს. ინკუბაცია 40-60 დღე-ღამე გრძელდება. შედარებით მცირე ზომის სახეობები ფრენას 50 დღიდან იწყებენ, ხოლო მსხვილი სახეობები — 120 დღიდან. იკვებებიან უმთავრესად თევზით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Брандт Э. К. Буревестники // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 12, 159, 222.
  2. Procellariidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. ქარიშხალასებრნი (TSN 174532). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.