სალხინოს ოჯალეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სალხინოს ოჯალეშიადგილწარმოშობის დასახელების წითელი მშრალი ღვინო. მზადდება ოჯალეშის ჯიშის ყურძნისგან.

ტიპი, ფერი და ძირითადი მოთხოვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სალხინოს ოჯალეში“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფერი – მუქი ბროწეულისფერი მეწამული შეფერილობით;
  • არომატი და გემო - გემოზე სავსე, დახვეწილი, ხალისიანი, ექსტრაქტული და ჰარმო­ნიული, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით, დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით;
  • ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11 %-ზე ნაკლები;
  • დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 24 გ/ლ-ზე ნაკლები;
  • შაქრიანობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს;
  • ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს 5 გ/ლ-ზე ნაკლები;
  • სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­ნილ მოთხოვნებს.

წარმოების გეოგრაფიული არეალი და ზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალხინოს მიკროზონა მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე ტეხურის მარცხენა სანაპიროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვიბიის მთების კალთებამდე. სამხრეთ-აღმოსავლეთით მას ეკვრის სოფლები გაჭედილი და ბალდა, ხოლო ჩრდილო­ე­თით – ნობულევი. სამხრეთ-დასავლეთით დიდი ჭყონისა და ტალერისაგან ჰყოფს მდინარე ტეხური. ზღვის დონიდან სიმაღლე შეადგენს 250 მეტრს.

ყურძნის მოსავალი და ღვინის გამოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურძნის მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე არ უნდა აღემატებოდეს 8 ტონას. ღვინის გამოსავალი არ უნდა აღემატებოდეს:

  • 500 ლიტრს – ერთი ტონა ყურძნიდან;
  • 4000 ლიტრს – ერთი ჰა ვენახიდან.

ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სალხინოს ოჯალეშის“ წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს სალხინოს გაშენებული ვენახებიდან. ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასა­შვებია მხოლოდ სალხინოს მიკროზონის ფარგლებში

ღვინო „სალხინოს ოჯალეში“ მზადდება დურდოს სრული ალკოჰოლური დუღილის გზით.

ღვინო „სალხინოს ოჯალეშის“ სამომხმარებლო ბაზარზე გატანა დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.

ღვინის წარმოებისას დასაშვებია მხოლოდ იმ ოპერაციების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]