ყვარელი (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ყვარელიადგილწარმოშობის დასახელების კონტ­რო­­ლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო. ღვინო მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, დურდოს სრული დადუღებით.

ღვინო „ყვარელი“ ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტულობით, ჰარმონიულობით, განსაკუთრებული ბუკეტით.

ღვინო „ყვარელის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არანაკლებ 20 გ/დმ³.

„ყვარლის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 100 კმ².

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ყვარელი“ მდებარეობს შიდა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი), მდინარე ბურსას მარ­ც­ხენა სანაპიროზე, კახეთის კავკა­სიო­ნის სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილო განედის 41058' და აღმოსავლეთ გრძედის 45050'კოორდინატებზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 450 მ სიმაღლეზე. ბარისძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდი­ლო­ეთისაკენ მაღლდება – გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავ­კასიონის ძირზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]