შინაარსზე გადასვლა

კოტეხი (ღვინო)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოტეხიადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი ღვინო.

„კოტეხის“ თეთრი ღვინო მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან ტკბილის სრული დადუღებით, ხოლო წითელი — საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.

თეთრი „კოტეხი“ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთი.

წითელი „კოტეხი“ ხასიათდება წითელი ფერით, ჯიშური არომატით, ნაზი, ხავერდოვანი გემოთი.

თეთრი „კოტეხის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,5 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 16 გ/დმ³.

წითელი „კოტეხის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა – 5,0-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 20 გ/დმ³.

„კოტეხის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 14 კმ².

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „კოტეხი“ მდებარეობს კახეთში, მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41°45' და აღმოსავლეთ გრძედის 45°48' კოორდინატებზე. მიკ­რო­­ზონის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიან კალთებზე მიბჯენილ მთისწინებს და ალაზნის ვაკეს ზღვის დონიდან 250-700 მ-ის ფარგლებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]