თელიანი (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თელიანიადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირე­ბადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო. მზადდება კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.

ღვინო „თელიანი“ ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, სუფთა ჯიშური არომატით, პიკანტური, ჰარმონიული, განვითარებული ბუკეტით.

ღვინო „თელიანის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასიური კონცენტრაცია — არა უმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არა უმეტეს 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არანაკლებ 20 გ/დმ³.

„თელიანის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 10,5 კმ².

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „თელიანი“ მდებარეობს კახეთში, მდინარე ალაზნის დი­ნების შუა წელში, ჩრდილო განედის 41054' და აღმოსავლეთ გრძედის 45035' კოორდინატებზე. სავენახე ფართობები გავრცელებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და მოქცეულია მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადებს: კისისხევსა და ვანთისხევს შორის, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]