კარდენახი (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კარდენახი — ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი შემაგრებული ღვინო. იგი მზადდება რქაწითელის, ხიხვის და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის დურდოს დაყოვნებით და მისგან მიღებული მადუღარი ტკბილის დასპირტვით.

ღვინო „კარდენახი“ ხასიათდება ქარვისფერი, ჯიშური არომატით, თაფლის ტონებით, ჰარმონიულობითა და ზომიერი ექსტრაქტულობით.

ღვინო „კარდენახის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 18%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — 100 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,0-6,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 18 გ/დმ³.

„კარდენახის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 12 კმ².

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „კარდენახი“ მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცივ-გომბორის ქედის, ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების დადაბლებულ 3-40 დახრილობის ექსპოზიციაზე – მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, ჩრდილო განედის 41048' და აღმოსავლეთი გრძედის 45044'კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 350-750 მ სიმაღლეზე. ნაკვეთები მოქცეულია გურჯაანი-წნორის რკინიგზისა და საავტომობილო ტრასებს შორის, სოფელ ბაკურციხისა და სოფელ ანაგის ადმინისტრაციულ საზღვრებს შორის. იგი მოიცავს სამ მასივს რომლის საერთო ფართი 345 ჰა-ს აღწევს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]