სვირი (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სვირი (მრავალმნიშვნელოვანი).

სვირიქართული ღვინო და ადგილწარმოშობის დასახელება.

ღვინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვიის ღვინო ეწოდება ადგილწარმოშობის ზონა სვირში მოწეული სამი ჯიშის ცოლიკოურის, კრახუნას და ციცქასგან დაყენებულ ღვინოს. დგება მაღალმჟავიანი, ხალისიანი, ციტრუსისა და ყვითელი ხილის არომატებით მდიდარი თეთრი ღვინო. ტრადიციულად, ცნობილი იყო სვირის კრახუნა, რომელშიც ასევე ურევდნენ ოცხანურ საფერეს.

ადგილწარმოშობის ზონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვირის ზონა მდებარეობს იმერეთში, მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპირო ზოლში, შუა იმერეთის სამხრეთი მთისწინეთის ჩრდილოეთ დაქანებაზე, სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოიცავს სოფლებს პირველი სვირი, მეორე სვირი და როდინაული. სვირის ზონა მოიცავს 2700 ჰექტარ ტერიტორიას. მოდის ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და ოცხანური საფერე.

მიეკუთვნება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქს და ხასიათდება რბილი, თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2100 საათია, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 14º, ნალექების წლიური ჯამია 1500 მმ. ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები. გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული, ყომრალი და თიხნარი ნიადაგები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]