შინაარსზე გადასვლა

სალმან მუმთაზის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სალმან მუმთაზის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივი (აზერ. Salman Mümtaz adına Dövlət Ədəbiyyat və İncəsənət Arxivi) — შეიქმნა 1966 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 17 ივლისის დადგენილებით. 1996 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბრძანებით, არქივს ეწოდა გამოჩენილი აზერბაიჯანელი ლიტერატურათმცოდნე სალმან მუმთაზის სახელი.

არქივი აგროვებს, ინახავს და იყენებს აზერბაიჯანის ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეების, სახელმწიფო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციების დოკუმენტებს ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში XIX საუკუნიდან დღემდე. აწარმოებს კვლევით, მეთოდოლოგიურ და სამეცნიერო საინფორმაციო მუშაობას.

არქივში ინახება აზერბაიჯანელი მწერლების, პოეტების, დრამატურგების, ლიტერატურათმცოდნეების დოკუმენტები, როგორებიც არიან ემინ აბიდი, ჰასან ბეი ზარდაბი, მამედ არიფი, ალიაღა ვაჰიდი, ჰუსეინ ჯავიდი, მირ ჯალალი, ჯაფარ ჯაფაროვი, სულეიმან რუსტამი, მირზა იბრაჰიმოვი, რასულ რზა, საბით რაჰმანი, სულეიმან რაჰიმოვი, ისლამ საფარლი, მამედ საიდ ორდუბადი, ჯაფარ ხანდანა, აბდულა შაიგი, ისმაილ შიხლი, მირვარიდ დილბაზი, ჰუსეინ არიფი და სხვები.

არქივში ასევე ინახება ისეთი აზერბაიჯანელი კომპოზიტორების პირადი ფონდები, როგორებიც არიან: ფიკრეთ ამიროვი, აფრასიიაბ ბადალბეილი, სოლთან ჰაჯიბეკოვი, ნიაზი, ტოფიგ გულიევი, სულეიმან ალესკეროვი, ასაფ ზეინალლი, მუსლიმ მაგომაევი, საიდ რუსტამოვი; მომღერლები და მუსიკოსების: რუბაბადა მურადოვა, აგიგატ რზაევა, ხან შუშინსკი, ფატმა მუხტაროვა, სარა გადიმოვა, შოვქათ ალექპეროვა, ჰუსეინაღა ჰაჯიბაბაბეკოვი, ბაჰრამ მანსუროვი და სხვები. აქვე ინახება მუსიკალური ხელნაწერები.

არქივში ინახება აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის, რესპუბლიკის მოქანდაკეთა კავშირის, აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო სკოლის ფონდები. ასევე დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმთან“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]