სულეიმან რუსტამი
სულეიმან რუსტამი (ნამდვილი სახელი და გვარი სულეიმან ალი-აბასოღლუ რუსტამზადე აზერბ. Süleyman Əliabbas oğlu Rüstəmzadə; დ. 27 ნოემბერი [ძვ. სტ. 14 ნოემბერი] ან 12 მარტი [ძვ. სტ. 27 თებერვალი], 1906, ბაქო, აზერბაიჯანი — გ. 10 ივნისი, 1989) — აზერბაიჯანელი პოეტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943), აზერბაიჯანის სახალხო პოეტი (1960). სოციალისტური შრომის გმირი (1976).სკკპ წევრი 1940 წლიდან. აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 1971 წლიდან.
ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1923 წლიდან. ავტორია ლექსებისა (კრებული „მწუხარებიდან სიხარულისკენ“, 1927; „ვარსკვლავი“, 1934; „ჩაპაევი“, 1936; „ღამის რომანტიკა“, 1938; „ორი ნაპირი“, 1949; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1950), პოემისა „სიტყვა რუს ძმაზე“ (1960), დრამისა ლექსად „ყაჩაღი ნაბი“ (1940, II რედაქცია 1948) და სხვა. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 600.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Сүлейман Рүстәм (библиография) — Bakı: 1950. — გვ. 8. — 94 გვრ.
- ↑ IMSLP — 2006.
- დაბადებული 12 მარტი
- დაბადებული 1906
- გარდაცვლილი 10 ივნისი
- გარდაცვლილი 1989
- სოციალისტური შრომის გმირები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- აზერბაიჯანელი მთარგმნელები
- აზერბაიჯანელი პოეტები