სულეიმან რაჰიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სულეიმან რაჰიმოვი
დაბ. თარიღი 9 (22) მარტი 1900
დაბ. ადგილი ეიინი
გარდ. თარიღი 11 ოქტომბერი 1983(1983-10-11) (83 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა მწერალი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პროზა, პუბლიცისტიკა და პოეზია
ჯილდოები ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი
შვილ(ებ)ი Şamo Rəhimov და Şamo Arif

სულეიმან ჰუსეინ-ოღლუ რაჰიმოვი (აზერ. Süleyman Hüseyn oğlu Rəhimov; დ. 22 მარტი [ ძვ. სტ. 9 მარტი], 1900, სოფ. აინი, ახლანდელი გუბადლის რაიონი — გ. 11 ოქტომბერი, 1983, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მწერალი. აზერბაიჯანის სსრ სახალხო მწერალი (1960). სკკპ წევრი 1926 წლიდან.

მიიღო პედაგოგიური განათლება. ავტორია რომანებისა „შამო“ (სრული ვარიანტი 3 ტომად, 1931–1964), „საჩლი“ (1940–1948), „კავკასუუს არწივი“ (ტ. 1—2, 1971–1973) და მოთხრობებისა „მიწის ხმა“ (1941), „მედალიონი“ (1942), „საძმო საფლავი“ (1943). ქართულად თარგმნილია მოთხრობა „აღბულახის მთებში“ და „მეჰმანი“ (ნაწყვეტი, 1944). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]