შოვქათ ალექპეროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოვქათ ალექპეროვა
აზერ. Şövkət Ələkbərova

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1922
დაბ. ადგილი ბაქო, ბაქოს მაზრა, აზერბაიჯანის სსრ
გარდ. თარიღი 7 თებერვალი, 1993(1993-02-07) (70 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ჟანრ(ებ)ი ხალხური სიმღერები, მუღამი, კლასიკური მუსიკა
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1937-1993
შოვქათ ალექპეროვა ვიკისაწყობში

შოვქათ ფეიზულა ყიზი ალექპეროვა (აზერ. Şövkət Feyzulla qızı Ələkbərova; 20 ოქტომბერი, 1922, ბაქო - 7 თებერვალი, 1993, იქვე) — აზერბაიჯანელი მომღერალი, აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტი (1959).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოვქათ ალექპეროვა დაიბადა 1922 წლის 20 ოქტომბერს ბაქოში. ის ექვსშვილიან ოჯახში მესამე შვილი იყო. მამამისი მუსიკის დიდი მოყვარული, დედა კი პროფესიონალი თარისტი იყო. ბავშვებმა შემდგომში ასევე მიიღეს მუსიკალური განათლება. ადრეულ ასაკში ალექპეროვა უკრავდა ქამანჩას. 1937 წელს მან მოიგო სიმღერის კონკურსი, სადაც მისი ნიჭი შეაფასეს კომპოზიტორმა უზეირ ჰაჯიბეკოვმა და მომღერალმა ბულბულმა. კომპოზიციის „ყარაბაღის შიქესტას“ ბრწყინვალე შესრულების შემდეგ ჰაჯიბეოვმა ალეკპეროვა მიიღო ახლად შექმნილ აზერბაიჯანის სახელმწიფო გუნდში, რომელშიც მან დაიწყო თავისი პროფესიული კარიერა, როგორც მომღერალმა. მისი მენტორები იყვნენ ფოლკლორისტი და მასწავლებელი აღალარ ალივერდიბეკოვი და საოპერო მომღერალი ჰუსეინგულუ სარაბსკი[1].

მეორე მსოფლიო ომის დროს ალექპეროვა გაემგზავრა ფრონტზე, მღეროდა პატრიოტულ სიმღერებს. 1945 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიაში. 1950-იანი წლებისთვის ალექპეროვა აღიარებული იყო აზერბაიჯანული ხალხური და პოპ სიმღერების ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად. შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მან მოიარა ევროპის, აზიისა და აფრიკის 20-ზე მეტი ქვეყანა. ალექპეროვა წარმატებით გამოვიდა საფრანგეთში, შრი-ლანკაში, ავღანეთში, ინდოეთში, ეგვიპტეში, ალჟირში, თურქეთში, პოლონეთში. მის რეპერტუარში შედის მუღამები, ასევე აზერბაიჯანელი კომპოზიტორებისა და შუა აზიის ხალხების სიმღერები.

შოვქათ ალექპეროვა ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან შეეძინა ქალიშვილი ნათელა (1944-1992 წწ). მას შემდეგ, რაც ალეკპეროვას ქმარი, სამხედრო ექიმი ფრონტზე წავიდა და ახალი ოჯახი შექმნა, ისინი დაშორდნენ. 1955 წელს 33 წლის ასაკში ალექპეროვა დაქორწინდა 35 წლის რეჟისორ ლატიფ საფაროვზე. ქორწინებიდან ალექპეროვას შეეძინა ვაჟი, ბაშირი. საკუთარი შვილების გარდა ძმისშვილებსაც უვლიდა[2]. მეორე მსოფლიო ომის დროს ალექპეროვას უფროსი ძმა მირ ალაკბარი გაუჩინარდა და მისი მეუღლეც გარდაიცვალა. მათი ქალიშვილი ვალიდა რამდენიმე თვის იყო და ალექპეროვა მას ისე უვლიდა, როგორც საკუთარ ქალიშვილს. ვალიდას გარდა შოვქათი მეორე ძმის მირ შაფეჰის ორ შვილს სევდასა და ელდარსაც უვლიდა. ისინი მასთან ერთად ცხოვრობდნენ[2][3].

1963 წელს მეორე ქმრის თვითმკვლელობის შემდეგ მომღერალი აღარ დაქორწინებულა და მთელი ცხოვრება ბავშვებსა და მუსიკალურ კარიერას მიუძღვნა. 1992 წელს მისი ქალიშვილის, ნათელას მოულოდნელმა გარდაცვალებამ სიმსივნისგან უარყოფითი გავლენა მოახდინა ალეqპეროვას ჯანმრთელობაზე.  ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ მას აღარ უმღერია[3].

შოვქათ ალეqპეროვა გარდაიცვალა 1993 წლის 7 თებერვალს 70 წლის ასაკში. ის დაკრძალეს ბაქოში საპატიო დაკრძალვის ხეივანზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]