შინაარსზე გადასვლა

სულეიმან ალესკეროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულეიმან ალესკეროვი
აზერ. Süleyman Ələsgərov

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 თებერვალი, 1924(1924-02-22)
დაბ. ადგილი შუშა
გარდ. თარიღი 21 იანვარი, 2000(2000-01-21) (75 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
სულეიმან ალესკეროვი ვიკისაწყობში


სულეიმან ოღლი ალესკეროვი (აზერ. Süleyman Əyyub oğlu Ələsgərov; დ. 22 თებერვალი, 1924, შუშა — გ. 21 იანვარი, 2000) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და დირიჟორი, პროფესორი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1974). ორი ოპერის, თორმეტი ოპერეტის, მრავალრიცხოვანი სიმფონიური ნაწარმოებების, კანტატების, პიესების, რომანსებისა და სიმღერების, ასევე მთელი რიგი საჯარო განათლების სასწავლო სახელმძღვანელოების ავტორი.

სიცოცხლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემორიალური დაფა ბაქოში იმ საცხოვრებელი სახლის კედელზე, სადაც 1965-დან 2000 წლამდე ცხოვრობდა სულეიმან ალესკეროვი

სულეიმან ალესკეროვი 1924 წლის 22 თებერვალს აზერბაიჯანის სსრ-ს ქალაქ შუშაში დაიბადა. 1948 წელს წარჩინებით დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორია ბ. ი. ზეიდმანის კომპოზიციის კლასით და ბაქოს მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი გახდა. 1948 წლიდან სკკპ-ს წევრი.[1] 1949-დან 1951 წლამდე — აზერბაიჯანის სსრ კინემატოგრაფიის კომიტეტის ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. 1951—1952 წწ. — მ. მაგამაევის სახ. აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი. 1954—1956 წწ. — აზერბაიჯანის სსრ კულტურის სამინისტროს მიერ ხელოვნების მართვის ხელმძღვანელი. 1956-დან 1958 წლამდე — აზერბაინაული ხალხური ინსტრუმენტების ორკესტრის დირიჟორი. 1958-1960 წწ. — ტელევიზიისა და რადიოს რესპუბლიკური კომიტეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, შემდგომი 11 წლის განმავლობაში კი, 1960-დან 1971 წლამდე — შ. გურბანოვის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრის დირექტორი და დამთავარი დირიჟორი. 1958 წლიდან ალესკეროვი კონსერვატორიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, ხოლო 1968 — სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი გახდა. 1960 წელს ალესკეროვს აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. 1967 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა. 1970 წლიდან აზერბაიჯანის სსრ განათლების სამინისტროს სასწავლო-მეთოდოლოგიურ საბჭოს ჩაუდგა სათავეში მუსიკალურ-ესთეტიკური აღზრდის კუთხით. 1974 წელს აზერბიაჯანის სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 1991-დან 2000 წლამდე — მისი ინიციატივით შუშაში შექმნილი კონსერვატორიის ფილიალის რექტორი. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ 1957 წლიდან დაწყებული, ალესკეროვი ასწავლიდა და პერიოდულად განაგებდა კონსერვატორიის ხალხური ინსტრუმენტების კათედრას.

ჯილდოები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საპატიო ნიშანი (09.06.1959)
  • უზეირ გაჯიბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემია (1967)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Касимов А. К.. (1961)Алескеров Сулейман Эйюб оглы. Театральная энциклопедия / под ред. С. С. Мокульского.