ნიაზი
ნიაზი | |
---|---|
კოპოზიტორი დირიჟორი საზოგადო მოღვაწე | |
სრული სახელი | თაღიზადე - ჰაჯიბეკოვი ნიაზი ზულფუგარ-ოღლუ |
დაიბადა | 20 აგვისტო, 1912 |
გარდაიცვალა | 2 აგვისტო, 1984 |
ოჯახი | მამა: ზულფუგარ ჰაჯიბეკოვი; ბიძა: უზეირ ჰაჯიბეკოვი; მეუღლე: ჰაჯარ ჰაჯიბეკოვა |
ნიაზი (ნამდვილი გვარი და სახელი თაღიზადე - ჰაჯიბეკოვი ნიაზი ზულფუგარ-ოღლუ; აზერ. Niyazi Zülfüqar oğlu Tağızadə-Hacıbəyov; დ. 20 აგვისტო [ძვ. სტ. 7 აგვისტო], 1912, თბილისი, რუსეთის იმპერია, — გ. 2 აგვისტო, 1984, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, დირიჟორი და საზოგადო მოღვაწე. სსრკ სახალხო არტისტი (1959). სკკპ წევრი 1942 წლიდან. სოციალისტური შრომის გმირი (1982).
ნიაზი 1925-31 წლებში სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში, 1937-48 წლებში ბაქოს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1951-52 და 1958-59 წლებში მთავარი დირიჟორი, 1961-65 წლებში დირექტორი, მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1960-61 წლებში ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი. 1979 წლიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორი.
1938 წლიდან (ხანგამოშვებით) აზერბაიჯანის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. შექმნა ოპერა-კანტატა „1920 წელი“ (1940), ოპერა „ხოსროვ და შირანი“ (1942), ბალეტი „ჩიტრა“ (1962), ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრისთვის (მათ შორის სიმფონიური მუღამი „რასტი“), კანტატები, სიმღერები, თეატრისა და კინოს მუსიკა.
ნიაზი გასტროლებით გამოდიოდა პრაღაში, ბერლინში, ბუდაპეშტში, ბუქარესტში, ნიუ-იორკში, პარიზში, სტამბოლში, თეირანში, ლონდონსა და პეკინში.
აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს IV-VIII მოწვევის დეპუტატი, სსრკ უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის დეპუტატი. ნიაზი გარდაიცვალა 1984 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ბაქოში. დაკრძალულია ბაქოს საპატიო დაკრძალვის ხეივანში.
ნიაზი იყო სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1962), სახელმწიფო პრემიის (1951, 1952) და აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენით, კირილესა და მეთოდეს ორდენით. ნიაზი არის თბილისის საპატიო მოქალაქე (1982).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 406.
- დაბადებული 20 აგვისტო
- დაბადებული 1912
- გარდაცვლილი 2 აგვისტო
- გარდაცვლილი 1984
- აზერბაიჯანელი ოპერის კომპოზიტორები
- აზერბაიჯანელი კინოკომპოზიტორები
- აზერბაიჯანელი დირიჟორები
- აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეები
- სსრკ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო არტისტები
- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- კირილესა და მეთოდეს ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (1982)