რასულ რზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რასულ რზა
Stamps of Azerbaijan, 2000-576.jpg
დაბადების თარიღი 6 (19) მაისი, 1910 ან 19 მაისი, 1910(1910-05-19)[1]
დაბადების ადგილი გოქჩაი
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი, 1981(1981-04-01)[1] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოეტი[1] , მთარგმნელი, დრამატურგი[1] , მწერალი, მთავარი რედაქტორი და პროზაიკოსი[1]
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი
ჟანრი ლექსი, პიესა და პოემა
ჯილდოები ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, საპატიო ნიშნის ორდენი და სტალინური პრემია
მეუღლე Nigar Rafibeyli
შვილ(ებ)ი ანარ რზაევი
საიტი rasulrza.musigi-dunya.az

რასულ რზა (აზერ. Rəsul Rza; ნამდვილი სახელი რასულ იბრაჰიმ ოღლი რზაევი, აზერ. Rəsul İbrahim oğlu Rzayev; დ. 19 მაისი [ ძვ. სტ. 6 მაისი] , 1910 — გ. 1 აპრილი, 1981) — საბჭოთა აზერბაიჯანელი მწერალი, აზერბაიჯანის სსრკ-ის დამსახურებული ხელოვნების მოღვაწე (1944), აზერბაიჯანის სსრკ-ის სახალხო პოეტი (1960); მესამე ხარისხის სტალინის პრემიის ლაურეატი (1951), საბჭოთა კავშირის შრომის გმირი (1980). იყო აზერბაიჯანის სსრკ-ის კინემატოგრაფიის მინისტრი (1945-1947), იყო 1, 3-7 მოწვევის აზერბაიჯანის სსრკ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასულ რზა დაიბადა 1910 წლის 19 მაისს გეოკჩაიში მოსამსახურის ოჯახში, მაგრამ მისი დაბადების თარიღი სადავოა.[2] პოეტის დაბადების დრო და თარიღი ჩაწერილი იყო ყურანის ფურცლებზე, რომელიც შემდგომ უკვალოდ დაიკარგა. მამამისი - მირზა იბრაჰიმი, წარმოშობით იყო ჩიინის დასახლებიდან (დღევანდელი უჯარის რაიონი), გიოიჩაიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მუშაობდა სოფლის მწერლად და თარჯიმნად ადგილობრივ კანცელარიაში. იგი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც შვილს ხუთი წელი შეუსრულდა.[2] ოჯახზე ზრუნვა გააგრძელა დედის ძმამ - მამედ ჰუსეინ რზაევმა, რომლის გვარიც აიღო შემდგომში რასულმა. ბიძია იყო ცნობისმოყვარე პიროვნება, უყვარდა ლიტერატურა და თვითონაც კი წერდა ლექსებს. რევოლუციის შემდგომ იგი მუშაობდა კომისარად, რაიკომის მდივნად. მოგვიანებით, რასულ რზა წერდა: „ბიძამ თავისი აუხდენელი ოცნება - გამხდარიყო პოეტი მე მიანდერძა“.[2]

რასულ რზამ მიიღო საშუალო განათლება რაიონულ სკოლაში. დაამთავრა „ვგიკი“. 1939 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

1937–1938 წლებში რასულ რზა მუშაობდა სასცენარო განყოფილების უფროსად, ხოლო 1942-1944 წლებში – ბაქოს კინოსტუდიის დირექტორად. 1944- 1946 წლებში აზერბაიჯანის სსრკ-ის ხელოვნების სამმართველოს უფროსად. 1948-1949 წლებში იგი იყო აზერბაიჯანის სსრკ-ის კინემატოგრაფიის მინისტრი.

1, 3-7 მოწვევის აზერბაიჯანის სსრკ-ის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. ასევე იყო აზერბაიჯანის საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი (1965 წლიდან), ხელმძღვანელობდა რიგ საზოგადო ორგანიზაციებს. 1938-1939 წლებში იყო აზერბაიჯანის სსრკ-ის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.

გარდაიცვალა 1981 წლის 1 აპრილს. დაკრძალულია ბაქოს საპატიო დაკრძალვის ხეივანში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Алибекова Г., Всегда в пути... Жизнь и творчества Расула Рза, Советский писатель, 1972.
  • Вэлијев М. вэ Хэлилов Г., Рэсул Рза, Бакы, 1960.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 The Fine Art Archive — 2003.
  2. 2.0 2.1 2.2 Алибекова, 1972, с. 10.