აბდულა თალიბზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბდულა თალიბზადე
Abdulla Shaig.jpg
დაბ. თარიღი 24 თებერვალი 1881(1881-02-24)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 24 ივლისი 1959(1959-07-24) (78 წელი)
გარდ. ადგილი ბაქო, სსრკ
საქმიანობა მწერალი, მასწავლებელი და პოეტი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
საიტი abdullashaig.com
Abdulla Shaig ვიკისაწყობში

აბდულა შაიგი თალიბზადე (დ. 24 თებერვალი 1881, თბილისი — გ. 24 ივლისი 1959, ბაქო) — აზერბაიჯანელი მწერალი. დაწყებითი განათლება თბილისში მიიღო. 1901 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემოქმედების ადრინდელი პერიოდი აღმოსავლური ლიტერატურის ტრადიციებითაა შემოსაზღვრული, მოგვიანებით პროგრესული რომანრიზმის მიმდევარი იყო. მნიშვნელოვანია აბდულა თალიბზადეს მოთხრობები „უბედური ოჯახი“, „წერილმა ვერ მოაღწია“, „ლამაზი გაზაფხული“ (1912-1913); რომანი „არაზი“ (1940), დრამატული ნაწარმოებები: „ელვა“ (1927), „ხასაი“ (1937), „ხალხის შვილი“ (1939), „სამშობლო“ (1942) და სხვა. პიესების დიდი ნაწილი დაწერილია მოზარდთა თეატრისათვის. აბდულა თალიბზადემ თარგმნა ნიზამის „ისქანდერნამეს“ ნაწილი („წიგნი დიდებისა“), შექსპირის „მაკბეთი“, პუშკინის, კრილოვის, ნეკრასოვისა და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]