ასაფ ზეინალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასაფ ზეინალი აზერ. Asəf Zeynallı
მშობლიური სახელი აზერ. Asəf Zeynalabdin oğlu Zeynallı
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1909
დერბენტი, დაღესტნის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 27 ოქტომბერი, 1932 (23 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების მიზეზი ტიფი
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა კომპოზიტორი
პარტნიორ(ებ)ი ქოფქაბ საფარალიევა[1]
მშობლები მამა: ზეინალაბდინ ზეინალი
დედა: ესბენდ ხანუმი
ნათესავები ძმები: ჯაფარ და ახად ზეინალი

ასაფ ზეინალი (აზერ. Asəf Zeynalabdin oğlu Zeynallı; დ. 5 აპრილი, 1909, დერბენტი, დაღესტნის გუბერნია - გ. 27 ოქტომბერი, 1932, ბაქო) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, პედაგოგი. პირველი აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, რომელმაც მიიღო პროფესიული განათლება აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასაფ ზეინალი დაიბადა 1909 წელს დერბენტში მებაღის ოჯახში. როდესაც ის 7 წლის იყო, დედამ დერბენტის რეალურ სკოლაში გაგზავნა. აქ ის იწყებს სიმღერას საბავშვო გუნდში, სწავლობს კლარნეტზე დაკვრას.

როდესაც ასაფი 11 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა. საყვირზე დაკვრა ჯერ სამხედრო სკოლაში ისწავლა, შემდეგ ბაქოს მუსიკალური ტექნიკური კოლეჯის საყვირის, ჩელოსა და ფორტეპიანოს კლასებში[2].

1916 წელს ასაფის დედამ ის გაგზავნა დერბენტის რეალურ სკოლაში. 1926 წელს დაამთავრა ბაქოს მუსიკალური კოლეჯი, 1931 წელს კი აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიტორთა განყოფილება - უზეირ ჰაჯიბეკოვის კლასი[3].

1929-1931 წლებში ასაფ ზეინალი ხელმძღვანელობდა თიურქთა მუშათა თეატრის მუსიკალურ ნაწილს. 1928-1932 წლებში ასწავლიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალურ სკოლაში. მის სტუდენტებს შორის იყვნენ ყარა ყარაევი და ტოფიგ გულიევი.

ასაფ ზეინალი აზერბაიჯანულ მუსიკაში რომანსების ფუძემდებელია.

კომპოზიტორის მიერ დაწერილი „საბავშვო სუიტა“ აზერბაიჯანული საბავშვო მუსიკის ფუძემდებელი იყო.

პირველი რომანსების, ფორტეპიანოსა და ვიოლინოს მინიატურების, ასევე სიმფონიური ნაწარმოებების პირველი ნიმუშების ავტორმა ასაფ ზეინალიმ ნოტებზე გადაწერა 50-მდე აზერბაიჯანული ხალხური სიმღერა.

კონსერვატორიაში სწავლისას ასაფ ზეინალიმ გაიცნო პიანისტი და პედაგოგი ქოფქაბ საფარალიევა. ის ასეფის ყველა საქმეში მას ეხმარებოდა. მათ ძალიან უყვარდებათ ერთმანეთი. თუმცა მათი სიყვარული ხანმოკლე აღმოჩნდა[4].

აზერბაიჯანული მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშების შესაგროვებლად ის მიემგზავრება ყარაბაღში და იქ მძიმედ ავადდება. კომპოზიტორი, რომელიც საწოლს იყო მიჯაჭვული, სამკურნალოდ ბაქოში ბრუნდება. საავადმყოფოში ყოფნისას ის წერს თავის ბოლო სიმფონიას თავისი ოთახის კედელზე და ძმას სთხოვს გადაიტანოს მისი ნამუშევარი კედლიდან ქაღალდზე. სამწუხაროდ, მის უკანასკნელ ნებას არავინ ასრულებს[5].

ასაფ ზეინალი გარდაიცვალა 1932 წლის 27 ოქტომბერს. ის მხოლოდ 23 წლის იყო.

ბაქოში ერთ-ერთი ქუჩა (იჩერი შეჰერის რაიონი) და ბაქოს მუსიკალური სასწავლებელი ასაფ ზეინალის სახელს ატარებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]