საბით რაჰმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბით რაჰმანი
აზერ. Sabit Rəhman
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1910(1910-03-26)
დაბადების ადგილი შაქი
გარდაცვალების თარიღი 23 სექტემბერი, 1970(1970-09-23)[1] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო[1]
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა მწერალი, პროზაიკოსი, დრამატურგი და სცენარისტი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
შვილ(ებ)ი Emin Sabitoglu

საბით რაჰმანი (ნამდვილი სახელი და გვარი საბით ქერიმ-ოღლუ მაჰმუდოვი; დ. 26 მარტი, 1910, ნუხა — გ. 23 სექტემბერი, 1970, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მწერალი. აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1943). სკკპ წევრი 1943 წლიდან.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 20-იანი წლების დასასრულს. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. აზერბაიჯანული საბჭოთა კომედიის ერთ-ერთი პირველი ავტორია („ქორწილი“, დაიდგა 1939; „ბედნიერები“, დაიდგა 1941; „სიცრუე“, 1965 და სხვა). დაწერა რომანი „ნინა“ (1951), რომელშიც ასახულია იატაკქვეშა სტამბის შემქნელის ლ. კეცხოველისა და მის თანამებრძოლთა რევოლუციური მოღვაწეობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: