მუსლიმ მაგომაევი (კომპოზიტორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მუსლიმ მაგომაევი
Muslum Magomaev.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 6 (18) სექტემბერი 1885
დაბ. ადგილი გროზნო
გარდ. თარიღი 28 ივლისი 1937(1937-07-28)[1] (51 წლის)
გარდ. ადგილი ნალჩიკი
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი და Q12837653?
ჯილდოები აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ხელმოწერა Muslim Magomayev (composer) signature.png
მუსლიმ მაგომაევი ვიკისაწყობში

მუსლიმ მაგომაევი (აზერ. Müslüm Maqomayev; დ. 18 სექტემბერი, 1885, გროზნო[2] — გ. 28 ივლისი, 1937, ნალჩიკი) — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და დირიჟორი. იგი არის იგივე სახელის მქონე შვილიშვილის, აზერბაიჯანელი ოპერის მომღერლის, მუსლიმ მგომაევის ბაბუა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსლიმ მაგომაევი დაიბადა 1885 წლის 18 სექტემბერს, გროზნოში, აბდულმუსლიმ მაგომაევის, მჭედლის ოჯახში; იმავე დღეს დაიბადა კიდევ ერთი ცნობილი აზერბაიჯანული კომპოზიტორი უზიეირ ჰაჯიბევი.[3] 1900 წელს გორის პედაგოგიურ სემინარიაში (დღევანდელი საქართველო) ჩასვლამდე, გროზნოში მდებარე დაწყებით სკოლაში სწავლობდა. სემინარიაში მაგომაევს მუსიკისა და დირიჟორობისკენ ლტოლვის შეგრძნება დაეუფლა. მან აქ მომავალი კოლეგა, უზეირ ჰაჯიბევი გაიცნო. ამასთან, მაგომეევმა აღმოაჩინა, რომ მუსიკალური კარიერა ფინანსურად არ იყო მომგებიანი და გადაწყვიტა, ყურადღება სწავლაზე გაემახვილებინა. 1905 წელს მან მიიღო ტიფლისის მასწავლებელთა კოლეჯის მასწავლებლის სერტიფიკატი და დაინიშნა პედაგოგად სოფელ ბეკოვიჩში (ახლანდელი ყიზლიარი, ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია). 1906 წელს იგი ნებაყოფლობით სამუშაოდ ლანკარანში (დღევანდელი აზერბაიჯანი) გადავიდა. 1911 წელს მიიღო ლიცენზია, რომლის საშუალებითაც შეეძლო საშუალო სკოლაში მასწავლებლობა და ამიტომ იგი ბაქოს გარეუბანში, საბუნჩუში გადავიდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1916 წელს მაგომაევმა დაწერა თავისი პირველი ოპერა სახელწოდებით შაჰ ისმაიელი, რომელიც ემყარება ერთგვაროვან აზერბაიჯანულ ხალხურ ეპოსს. სხვა ადრეული აზერბაიჯანული ოპერებისგან განსხვავებით, შაჰ ისმაილი ნაკლებად იყო კონცენტრირებული ეთნიკურ მუსიკალურ კომპონენტზე და განასახიერებდა ევროპულ ოპერის სტილებს.[3] მაგომაევის ძირითადი ნაშრომია ნარგიზი. 1935 წელს დაწერილი ეს წარმატებული პროპაგანდისტული ოპერა ასახავს აზერბაიჯანელ კომუნისტების მოკლევადიანობას აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. საერთო ჯამში, მაგომაევი იყო 15 მუსიკალური კომპოზიციის ავტორი (ძირითადად რაფსოდიები). 1927 წელს, ჰაჯიბევთან ერთად, მან გამოაქვეყნა აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების კრებული; წიგნი, სადაც 300 – ზე მეტი ხალხური მუსიკის ჩანაწერი იყო აღბეჭდილი.[3] 1935 წელს მუსლუმ მაგომაევი აირჩიეს აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული მოღვაწედ.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წელს მაგომაევი დაქორწინდა ბეიდიგულ ჯამალ თერეგულოვაზე (რომლის უმცროსი და მალიეკა მოგვიანებით დაქორწინდა უზეირ ჰაჯიბევზე, რამაც ორი კოპოზიტორი ნათესავები გახადა); მათ 2 ვაჟი ჰყავდათ.[4] მუსლიმ მგომაევი გარდაიცვალა 1937 წელს, ტუბერკულოზით, ნალჩიკის მონახულებისას (ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა, რუსეთი); დაკრძალულია ბაქოში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. IMSLP — 2006.
  2. (რუსული) Магомаев Абдул Муслим Магометович — article from GSE
  3. 3.0 3.1 3.2 (რუსული) Muslim Magomayev by Uzeyir Hajibeyov. Bakinski Rabochi newspaper. 28 July 1938. Retrieved 1 January 2007 Archived October 11, 2007, საიტზე Wayback Machine.
  4. (რუსული) Childhood Motives by Muslim Magomayev (Magomayev's grandson). Magomaev.ru. Retrieved 1 January 2007