ჯაფარ ჯაფაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაფარ ჯაფაროვი
აზერ. Cəfər Cəfərov
დაბ. თარიღი 7 (20) სექტემბერი 1914
დაბ. ადგილი ბაქო, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 19 სექტემბერი, 1973 (58 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სასრ, სსრკ
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
მოქალაქეობა აზერბაიჯანი
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ჯილდოები აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ჯაფარ ჰაშიმ-ოღლუ ჯაფაროვი (აზერ. Cəfər Haşımoğlu Cəfərov; დ. 20 სექტემბერი[ძვ. სტ. 7 სექტემბერი], 1914, ბაქო — გ. 19 სექტემბერი, 1973, იქვე) — საბჭოთა აზერბაიჯანელი თეატრმცდონე და ლიტერატურათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1962), აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1963), აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972), დიდი სამამულო ომის მონაწილე (1941 – 1945).[1]

1937 წელს დაამთავრა მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1943 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი. 1959 წელს მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტის თეატრისა და კინოს განყოფილების გამგედ. 1967 წლიდან 1971 წლამდე ჯაფაროვი აზერბაიჯანის სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო. ჯაფარ ჯაფაროვის ძირითადი ნაშრომები ეძღვნება აზერბაიჯანულ თეატრსა და დრამატურგიას, ესთეტიკური აზრის ისტორიას აზერბაიჯანში.[2] 1972 წელს აზერბაიჯანის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.[3] გარდაიცვალა ბაქოში. დაკრძალულია საპატიო ხეივანში ბაქოში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Джафаров Джафар Гашим оглы // Национальная академия наук Азербайджана
  2. Джафаров Джафар Гашум оглы // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
  3. Cəfərov Cəfər (აზერბაიჯანული)