ჭიქიანის მთა
ჭიქიანის მთა | |
---|---|
![]() ჭიქინის მთის ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან | |
კოორდინატები: 41°28′38″ ჩ. გ. 43°51′54″ ა. გ. / 41.47722° ჩ. გ. 43.86500° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2415 მ |
ქედი | ჯავახეთის ქედი |
![]() |
ჭიქიანი, ყოიუნდაღი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სამხრეთ საქართველოს ვულკანურ ზეგანზე, ჯავახეთის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარავნის და წალკის ქვაბულთა წყალგამყოფზე. სიმაღლე 2415 მ. აგებულია ნეოგენური ლიპარიტდაციტებით და მათი გამჭოლი ობსიდიანის ძარღვებით. შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით. ჭიქიანის მთის მიდამოებში აღმოჩენილია ობსიდიანისაგან პალეოლითური იარაღის დამამზადებელი „სახელოსნო ღია ცის ქვეშ“.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 401-402.