ფრუელა I სასტიკი
ფრუელა I | |
---|---|
Fruela I el Cruel | |
ფრუელას ქანდაკება გალისიაში. | |
ასტურიის სამეფოს მე-4 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 757 |
მმართ. დასასრული: | 768 |
წინამორბედი: | ალფონსო I |
მემკვიდრე: | აურელიუსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 740 |
გარდ. თარიღი: | 768 |
გარდ. ადგილი: | კანგა-დე-ონისი |
მეუღლე: | მუნია უვეკუისი |
შვილები: | ალფონსო II |
დინასტია: | პერესის დინასტია |
მამა: | ალფონსო I |
დედა: | ერმესინდა |
ფრუელა I (ესპ. Fruela I el Cruel; დ. დაახლ. 740 — გ. 768) — ასტურიის სამეფოს მეოთხე მეფე. მეფე ალფონსო I-ის შვილი. ქვეყანას მართავდა 757-768 წლებში.
ფრუელა ტახტზე ავიდა მამის, ალფონსო I-ის გარდაცვალების შემდეგ. ჯერ კიდევ მამის მმართველობის პერიოდში მონაწილეობდა მის ლაშქრობებში. მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში იგი აშენებდა და ამაგრებდა ქალაქებს რათა ისინი არაბებისაგან დაეცვა. 760 წელს მას აუჯანყდა გალისია და ბასკებით დასახლებული ოლქები. ფრუელამ დაიმორჩილა ბასკები და მათი ურჩი წინამძღოლები. ერთ-ერთი წინამძღოლის ქალიშვილი მუნია, ტყვედ წაიყვანა და შემდეგ მასზე იქორწინა.
ალფონსო III-ის ქრონიკის მიხედვით ფრუელამ გალისიაში 54 ათასი მუსლიმი დახოცა.
761 წელს დააარსა ქალაქი ოვიედო, ასტურიის მომავალი დედაქალაქი.
ფრუელა გარდაიცვალა 768 წელს, მისი შვილი ალფონსო II ჯერ კიდევ პატარა იყო და მეფედ აირჩიეს მისი ფრუელას ბიძაშვილი აურელიუსი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასტურიის მეფეები 718-914 წწ.
- Астурия. Реконкиста. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-27. ციტირების თარიღი: 2012-05-12.
- Хроника Альфонсо III. Восточная литература. ციტირების თარიღი: 16.7.2011.