შინაარსზე გადასვლა

ალფონსო II (ასტურია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალფონსო II
Alfonso II el Casto

ალფონსოს ქანდაკება სანტიაგო დე კომპოსტელაში
ასტურიის სამეფოს მე-9 მეფე
მმართ. დასაწყისი: 14 სექტემბერი, 791
მმართ. დასასრული: 20 მარტი, 842
წინამორბედი: ბერმუდო I
მემკვიდრე: რამირო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 760
დაბ. ადგილი: ოვიედო
გარდ. თარიღი: 20 მარტი, 842
გარდ. ადგილი: ოვიედო
მამა: ფრუელა I
დედა: მუნია უვეკუისი

ალფონსო II უბიწო (ესპ. Alfonso II el Casto; დ. დაახლ. 760 — გ. 20 მარტი, 842) — ასტურიის მეფე 791–842 წლებში ფრუელა I-ის ვაჟი.

ალფონსოს ამგვარი მეტსახელი ქორწინებამდე უბიწო ცხოვრების გამო ერგო. იგი გულადი მეომარი და ღვთისმოსავი კაცი იყო. მისი მოღვაწეობა ესპანეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას შეიძლება ასტურიის სამეფოს ნამდვილი დამაარსებელი ვუწოდოთ. ქრისტიანული მატიანეები გვამცნობენ ალფონსოს მრავალი ლაშქრობების შესახებ არაბების წინააღმდეგ. მან გაიმარჯვა ლუგოსთან ბრძოლაში და მუსულმანებს მთელი გალისია და დასავლეთ ზღვისპირეთი ტახოს შესართავამდე წაართვა. მან ბოლო მოუღო შეგუების პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედები მისდევდნენ და ესპანელებში გააღვივა რელიგიური სულისკვეთება, რომელიც არ ჩამქრალა მრავალი საუკუნის მანძილზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]