სილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სილო
Silo
Silo.jpg
ასტურიის სამეფოს მე-6 მეფე
მმართ. დასაწყისი: 774
მმართ. დასასრული: 783
წინამორბედი: აურელიუსი
მემკვიდრე: მაურეგატო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 783
გარდ. ადგილი: პრავია
მეუღლე: ადოსინდა

სილო (ესპ. Silo; დ. უცნობია - გ. 783) — ასტურიის მეფე 774 - 783 წლებში.

სილოს ზუსტი წარმომავლობა უცნობია. 774 წელს აურელიუსის გარდაცვალების შემდეგ სილომ ცოლად შეირთო ალფონსო I-ის ქალიშვილი ადოსინდა, რის წყალობითაც მეფედ აირჩიეს. ზოგიერთი ინფორმაციით სილოს დედა მუსლიმი იყო, მაგრამ სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ყოველ შემთხვევაში სილო არაბებთან მშვიდობიან დამოკიდებულებაში იყო და მათთან კავშირიც კი დაამყარა თავისი მოწინააღმდეგეების საპირისპიროდ.

სილოს მმართველობის დროს აჯანყდა გალისია, რომელიც დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვოდა. გალისიის აჯანყების ჩახშობის შემდეგ კანგას-დე-ონისიდან დედაქალაქი გადაიტანა პრავიაში.

სილო გარდაიცვალა 783 წელს და მისმა ქვრივმა მოინდომა ტახტზე ასულიყო თავისი ძმისშვილი ალფონსო, მაგრამ მისმა ძმამ, ალფონსო I-ის უკანონო შვილმა, მაურეგატომ ტახტის უზურპაცია მოახდინა. ადოსინდა 785 წელს მონასტერში წავიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სილო&oldid=3680412“-დან