გიორგი ქუჩიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ქუჩიშვილი
დაბადების თარიღი 17 (29) ოქტომბერი, 1886
დაბადების ადგილი ვარდისუბანი, თელავის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 1947(1947-01-20) (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა საბავშვო მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
შვილ(ებ)ი ნოდარ ჩხეიძე

გიორგი ანდუყაფარის ძე ქუჩიშვილი (ჩხეიძე) (დ. 29 ოქტომბერი [ძვ. სტ. 17 ოქტომბერი], 1886, თელავის მაზრა, ვარდისუბნის თემი, სოფელი მერე[1] — გ. 20 იანვარი, 1947, თბილისი) — ქართველი საბავშვო მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობის პირველი წლები მშობლიურ სოფელში გაატარა. 1894 წელს შორეულმა ნათესავმა მაშო ლოპატომ, ვითომდა სასწავლებელში მოწყობის მიზნით, იგი თბილისში წამოიყვანა. მაგრამ ობოლი ბიჭი ხელზე მოსამსახურედ გაიხადა. მალე დედის ჩარევის შემდეგ, გიორგი ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში მოაწყვეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, სწავლის ფულის დროზე შეუტანლობის გამო, იგი სასწავლებლიდან გამორიცხეს. სწორედ ამ დღიდან იწყება მისი ბაყალთან და მენახშირესთან მოჯამაგირეობა. იგი ეწყობა თბილისის ბოტანიკურ ბაღთან არსებულ პრაქტიკულ საბალანსო ორწლიან სკოლაში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს. აქ 1898 წელს დაარსებულ მოსწავლეთა არალეგალური მარქსისტული წრის წევრი ხდება. მალე ქუჩიშვილი მუკუზანში მიდის და საუფლისწულო მამულში იწყებს მუშაობას. იგი ხელისუფლების საწინააღმდეგო მოღვაწეობისთვის მალე სამუშაოს კარგავს და კვლავ თბილისს ბრუნდება.

1906 წელს შაპიროგრაფზე იბეჭდება ახალგაზრდათა არალეგალური ჟურნალი „ჩვენი დროშა“. მარალია, ამ ჟურნალის ტირაჟი ორმოც ცალს არ აღემატებოდა, მაგრამ კითხვით მას დიდძალი ახალგაზრდობა კითხულობდა. სწორედ ამ ჟურნალში გიორგი ქუჩიშვილი ბეჭდავს თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო პირველ ლექსს. ამ დროიდან გამოდის იგი ფართო შემოქმედებით გზაზე. 1914 წელს ზედიზედ იბეჭდება მისი ორი წიგნი. თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო ლექსების გამოქვეყნებისათვის მასზე კიდევ უფრო აძლიერებენ პოლიტიკურ მეთვალყურეობას. 1914 წელს ქუჩიშვილი კვლავ დააპატიმრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში მოათავსეს, საიდანაც ამხანაგების დახმარებით ახერხებს გთავისუფლებას.

1946 წელს, 25 ნოემბერს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში აღინიშნა გ. ქუჩიშვილის დაბადების მე-60 წლისთავი. პოეტი ავადმყოფობის გამო არ დასწრებია საღამოს, ლოგინად ჩავარდნილი რადიოთი ისმენდა გულთბილ სიტყვებს და მილოცვებს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 350, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]