შინაარსზე გადასვლა

რუსთაველის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რუსთაველის სახელობის თეატრი)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რუსთაველის თეატრი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რუსთაველის თეატრი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრის შენობა 2010 წელს.
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი ბაროკო, როკოკო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა თბილისი, საქართველო
კოორდინატები 41°41′59″ ჩ. გ. 44°47′52″ ა. გ. / 41.699806° ჩ. გ. 44.797889° ა. გ. / 41.699806; 44.797889
მფლობელი საქართველოს მთავრობა
დაიწყო 1921
დასრულდა 1887
არქიტექტორ(ებ)ი კორნელ კ. ტატიშევი, ალექსანდრე შიმკევიჩი
Map

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი — საქართველოს ერთ-ერთი დიდი და უძველესი თეატრი. მდებარეობს თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. #17-ში. 1921 წლის 25 ნოემბერს მას შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.

თეატრი

ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: „თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს“ – წერდა ილია  ჭავჭავაძე.

1879 წელს „დრამატული კომიტეტის“ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს  შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით,  პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა უილიამ შექსპირის პიესები თარგმნა, ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს „ფლანდრია“ – „სამშობლო“ (1882). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა.  ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს.

1898 წელს გოლოვინის პროსპექტზე (რუსთაველის გამზირი) საძირკველი ჩაეყარა „არტისტული საზოგადოების სახლს“ (შემდგომ რუსთაველის თეატრს). 1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა: „6 თებერვალს, ნაშუადღევს 2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული შენობა ტფილისის „საარტისტო საზოგადოებისა“. ამავე წლის 5 მარტს წარმოდგინეს ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“.

რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კოტე მარჯანიშვილი 1922-1926 წლებში, სანდრო ახმეტელი 1926-1935, მიხეილ თუმანიშვილი 1968-1969 წლებში, თემურ ჩხეიძე 1970-1980 წლებში, რობერტ სტურუა 1979-დან დღემდე. რუსთაველის სცენაზე მოღვაწეობდა არაჩვეულებრივ მსახიობთა მთელი პლეადა: ალექსანდრე იმედაშვილი, ვალერიან შალიკაშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, გიორგი გეგეჭკორი, კოტე მახარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, მარი ჯანაშია, ზაზა ლებანიძე, ჯემალ ღაღანიძე, გიორგი ხარაბაძე, ვანო გოგიტიძე, ნიკა ქაცარიძე და სხვ.

დასი

ამჟამად თეატრის დასის წევრები არიან:

რუსთაველის თეატრის ფასადის ფრაგმენტი
თეატრის ფოიე (II სართ.)

ისტორია

ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია  ჭავჭავაძე.

1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა,  ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს  შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით,  პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’  (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა.  ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .

1898 წელს გოლოვინის პროსპექტზე  (რუსთაველის გამზირი) საძირკველი ჩაეყარა ,,არტისტული საზოგადოების სახლს” (შემდგომ რუსთაველის  თეატრს). 1901წ 7 თებერვალს  გაზეთი ,,ივერია” იუწყებოდა : ,,6 თებერვალს, ნაშუადღევს 2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული შენობა ტფილისის ,,საარტისტო საზოგადოებისა.”  ამავე წლის 5 მარტს წარმოდგინეს ავქსენტი  ცაგარელის  ,,ხანუმა.”

სცენა "კავკასიურ ცარცის წრე"-ში, 1975

თუ  მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქართულ სცენაზე მსახიობთა თანავარსკვლავედი იდგა: ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, ლადო მესხიშვილი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, კოტე მესხი და ეფემია მესხი, მეოცე საუკუნე რეჟისორ-ლიდერთა საუკუნე გახდა:

კოტე მარჯანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ,,სინთეზურ თეატრს”: სპექტაკლის იდეის გახსნას ემსახურება რეჟისურა, მსახიობთა ანსამბლი, სცენოგრაფია, მუსიკა, ქორეოგრაფია. მარჯანიშვილის სპექტაკლებმა, ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყარო” (1922წ.), ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში” (1923წ.), შექსპირის ,,ჰამლეტი” (1925წ.) კონსტანტინე მარჯანიშვილის ,,მზეთამზე”(1926წ.), წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული თეატრის ისტორიაში.

1930 და 1933 წლის მოსკოვის გასტროლებსა და საკავშირო ოლიმპიადებში მონაწილეობამ (,,რღვევა” (1928წ.), ,,ანზორ’’ (1928წ.), ,,ლამარა” (1930წ.), ,,თეთნულდ” (1931წ.), ,,ყაჩაღები” (1933წ.) ალექსანდრე ახმეტელს და თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.  ,,რუსთაველის თეატრი ნამდვილი ეროვნული თეატრია. რუსთაველის თეატრი ეროვნულია თავისი ფორმით, საერთაშორისო თეატრია თავისი მხატვრული მნიშვნელობი,” – კ. ფელდმანი.

XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა ალექსანდრე ახმეტელი თანამოაზრე გუნდთან ერთად, დახვრიტეს: ივანე აბაშიძე, პლატონ კორიშელი, ივანე ლაღიძე, ელგუჯა ლორთქიფანიძე, ია ქანთარია. გადაასახლეს: თამარ წულუკიძე, ბუჟუჟა შავიშვილი და ნინა ღვინიაშვილი.

ქვეყნისა და თეატრისათვის ურთულეს პერიოდში შ. აღსაბაძემ რუსთაველის თეატრში  დადგა შექსპირის ,,ოტელო” (1937 წ.). ,,ხორავას  ოტელო მხოლოდ კარგად შესრულებული როლი კი არ არის, არამედ თეატრალური მოვლენაა. . .” – ვლ. ნემიროვიჩ- დანჩენკო.

XX საუკუნის 50-იანი წლებში დიმიტრი ალექსიძე  რუსთაველის თეატრში ტრადიციად ქცეული გმირულ-რომანტიკული მიმდინარეობის ერთგული დარჩა. ამ სტილის  ნამუშევართა შორის გამორჩეული ადგილი  სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფემ’’ და დ. გაჩეჩილაძის ,,ბახტრიონმა’’ დაიკავა.

ამავე პერიოდში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა განსხვავებული ხელწერისა და ინდივიდუალობის მქონე  რეჟისორი  მიხეილ თუმანიშვილი. მან შემოიკრიბა ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი, რომელიც ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ ,,შვიდკაცას” სახელით გაიცნო: მიხეილ თუმანიშვილი,  მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე და ბადრი კობახიძე. სწორედ თუმანიშვილის სახელს უკავშირდება მცირე სცენის გახსნა სპექტაკლით ,,ჭინჭრაქა” (1963 წ.).  თუმანიშვილის სპექტაკლებმა: ი. ფუჩიკის ,,ადამიანებო, იყავით ფხიზლად” (1951 წ.),  ჯ. ფლეტჩერის ,,ესპანელი მღვდელი” (1954 წ.), პ. კოჰოუტის ,,როცა ასეთი სიყვარულია” (1959 წ.),” ჟ. ანუის ,,ანტიგონე” (1968 წ.) ახალი ფურცელი ჩაწერეს რუსთაველის თეატრის ისტორიაში.

სამოციანელთა თაობამ (რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გოგი ქავთარაძე, გიზო ჟორდანია . . .) თეატრში ახალი ესთეტიკა დაამკვიდრა.  რობერტ სტურუას  პირველი წარმატებული სპექტაკლი  ა. მილერის ,,სეილემის პროცესია” (1965 წ).

70-იან წლებში გაჩნდა ცნება ,,რობერტ სტურუას პოლიტიკური თეატრი”: ,,ყვარყვარე”, (1974 წ.), ,,კავკასიური ცარცის წრე”Y(1975 წ.), ,,რიჩარდ III” (1979 წ.). რეჟისორმა ასამდე სპექტაკლი დადგა რუსთაველის თეატრის სცენაზე, მათ შორის: ,,ხანუმა”, ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”,  ,მეფე ლირი”, ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, ,,ლამარა”, ,,მაკბეტი”, ,,მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”, ,,ქალი-გველი”, ,,კაცია-ადამიანი?!”, ,,როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”, ,,ჰამლეტი”, ,,სტიქსი”, ,,ნადირობის სეზონი”.

რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და „რიჩარდ III“ თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.

რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ  საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა.

გიზო ჟორდანიას სამსახიობო კლასის კურსდამთავრებულებმა  ახალი სიცოცხლე შთაბერეს მცირე სცენას სპექტაკლებით: ,,ანა ფრანკის დღიური”(1987 წ.), ,,სამანიშვილის დედინაცვალი”(1987 წ.), ,,ამაღამ მგონი იქნება ქარი”(1987 წ.), ,,ჰამლეტი”(1991 წ.).

80-90-იან წლებში რეჟისორთა ახალმა თაობამ: ავთო ვარსიმაშვილი, ლევან წულაძე, ოთარ ეგაძე, ანდრო ენუქიძე, გოჩა კაპანაძე, დათო საყვარელიძე თავისი წვლილი შეიტანა რუსთაველის თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში.

დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.

სპექტაკლები

წელინაწარმოებიდამდგმელიმხატვარიკომპოზიტორიპრემიერა
1922ლოპე დე ვეგა „ცხვრის წყარო“. მთარგმნელი - კ. მაყაშვილიკ. მარჯანიშვილივ. სიდამონ-ერისთავით. ვახვახიშვილი25.11
1925უ. შექსპირი „ჰამლეტი“. მთარგმნელი - ი. მაჩაბელიკ. მარჯანიშვილი და ს. ახმეტელიი. გამრეკელით. ვახვახიშვილი (პ. ჩაიკოვსკის მიხედვით)12.11
1926გ. რობაქიძე „ლამარა“კ. მარჯანიშვილი და ს. ახმეტელილ. გუდიაშვილიი. ტუსკია29.01
1928ბ. ლავრენიოვი „რღვევა“. მთარგმნელი - ა. ფაღავას. ახმეტელიი. გამრეკელიი. ტუსკია9.02
1928ს. შანშიაშვილი „ანზორი“ (ვ. ივანოვის მიხედვით)ს. ახმეტელიი. გამრეკელიი. გოკიელი25.10
1928გ. რობაქიძე „ლამარა“ს. ახმეტელიი. გამრეკელიი. ტუსკია25.04
1933ფ. შილერი „Iნ ტირანნოს (ყაჩაღები)“, მთარგმნელი - ს. შანშიაშვილის. ახმეტელიი. გამრეკელიი. გოკიელი9.02
1936კ. გოლდონი „სასტუმროს დიასახლისი“. მთარგმნელი - ი. გრიშაშვილიდ. ალექსიძეს. ქობულაძეი. ტუსკია5.04
1937უ. შექსპირი „ოტელო“. მთარგმნელი - ი. მაჩაბელიშ. აღსაბაძეი. გამრეკელიი. ტუსკია1.10
1942კ. გოლდონი „საპატარძლო აფიშით“. მთარგმნელი - დ. კასრაძედ. ალექსიძეი. გამრეკელირ. გაბიჩვაძე29.12
1959პ. კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“დ. ალექსიძედ. თავაძეა. ჩიმაკაძე6.03
1959პ. კოჰოუტი „როცა ასეთი სიყვარულია“მ. თუმანიშვილიდ. თავაძე16.06
1963გ. ნახუცრიშვილი „ჭინჭრაქა“მ. თუმანიშვილიო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი და ი. ჩიკვაიძებ. კვერნაძე, ქორეოგრაფი - იური ზარეცკი29.06
1968ჟ. ანუი „ანტიგონე“, მთარგმნელები: ო. და თ. ჭილაძეებიმ. თუმანიშვილიგ. გუნიალ. ქიშმიშევი17.06
1965სულხან-საბა ორბელიანი „სიბრძნე სიცრუისა“ (პიესა ნ. ხატისკაცისა)ნ. ხატისკაცი და თ. მაღალაშვილინ. (კოკა) იგნატოვინ. მამისაშვილი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი29.06
1963ო. მამფორია „მეტეხის ჩრდილში“გ. ლორთქიფანიძეო. ლითანიშვილირ. ლაღიძე29.10
1966მ. ელიოზიშვილი „ბებერი მეზურნეები“ა. ჩხარტიშვილიო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი და ი. ჩიკვაიძექორეოგრაფი - ი. ზარეცკი16.07
1969დ. კლდიაშვილი „სამანიშვილის დედინაცვალი“თ. ჩხეიძე და რ. სტურუამ. ჭავჭავაძე და ა. რამიშვილი13.12
1969შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“ (კომპოზიცია რ. ებრალიძისა)გ. გეგეჭკორი, ბ. კობახიძე, გ. ჟორდანია, რ. სტურუა, ნ. ხატისკაცი და გ. ქავთარაძეო. ლითანიშვილიქორეოგრაფი - ი. ზარეცკი27.09
1965ა. მილერი „სეილემის პროცესი“. მთარგმნელი - ქ. ლორთქიფანიძერ. სტურუაო. ქოჩაკიძე, ა. სლოვინსკი და ი. ჩიკვაიძე19.02
1968ა. ცაგარელი „ხანუმა“რ. სტურუამ. მალაზონიაგ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი1.10
1972შ. დადიანი „გუშინდელნი“თ. ჩხეიძემ. ჭავჭავაძექორეოგრაფი - ი. ზარეცკი24.03
1973ფ. გარსია ლორკა „ბერნარდა ალბას სახლი“. მთარგმნელი - ნ. ხატისკაცით. ჩხეიძემ. ჭავჭავაძე25.09
1974პ. კაკაბაძე „ყვარყვარე“რ. სტურუამ. შველიძე და უ. იმერლიშვილიბ. კვერნაძე22.02
1975ბ. ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“. მთარგმნელები - ძმები ჯორჯანელებირ. სტურუაგ. მესხიშვილიგ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი10.09
1979უ. შექსპირი „რიჩარდ III“. მთარგმნელი - ზ. კიკნაძერ. სტურუამ. შველიძეგ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი11.02
1980თ. ჭილაძე „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“რ. სტურუამ. ჭავჭავაძეგ. ყანჩელი14.01
1980მ. შატროვი „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“. მთარგმნელები - ლ. ფოფხაძე და რ. სტურუარ. სტურუაგ. მესხიშვილიგ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი22.04
1981რ. სტურუა (ა. გარსიმაშვილისა და ლ. ფოფხაძის მონაწილეობით) „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“რ. სტურუა, რეჟისორი - ა. გარსიმაშვილიგ. მესხიშვილიგ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი25.01
1981რ. იბრაგიმბეკოვი „დაკრძალვა კალიფორნიაში“. მთარგმნელი - გ. გოგიაშვილირ. სტურუათ. ნინუაბ. კვერნაძე1.01
1985მ. კვესელავა „ას ერგასის დღე“. პიესის ავტორი - თ. გოდერძიშვილირ. სტურუათ. ნინუაგ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - ი. ზარეცკი13.04
1986ა. ჭიჭინაძე და რ. სტურუა „კონცერტი ორი ვიოლინოსათვის აღმოსავლური საკრავების თანხლებით“რ. სტურუაგ. მესხიშვილიგ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - რ. წულუკიძე24.01
1987უ. შექსპირი „მეფე ლირი“. მთარგმნელები - გ. ჩარკვიანი, რ. სტურუა და ლ. ფოფხაძერ. სტურუა, რეჟისორი - რ. ჩხაიძემ. შველიძეგ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - გ. ალექსიძე27.04
1989„დედაო ღვთისავ“რ. სტურუამ. შველიძეგ. ყანჩელი26.05
1990დ. ტურაშვილი „დიალოგები ორმოქმედებიანი პიესისათვის“რ. სტურუამ. შველიძეგ. ყანჩელი, ქორეოგრაფი - რ. წულიკიძე,5.10
1993ბ. ბრეხტი „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“. მთარგმნელები - რ. სტურუა და ლ. ფოფხაძერ. სტურუაგ. მესხიშვილი, მ. შველიძე და შ. გლურჯიძეჯგუფი „ადიო“, ქორეოგრაფი - გ. მარღანია, დირიჟორი - ლ. ოგანეზოვი28.12
1994„იაკობის სახარება“ (იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ მიხედვით)რ. სტურუაგ. მესხიშვილი და მ. შველიძექორეოგრაფი - გ. მარღანია27.09
1995უ. შექსპირი „მაკბეტი“. მთარგმნელები - რ. სტურუა და ლ. ფოფხაძერ. სტურუამ. შველიძექორეოგრაფი - გ. მარღანია15.09
1997გ. რობაქიძე „ლამარა“რ. სტურუამ. შველიძექორეოგრაფი - გ. მარღანია26.01
1997კ. გოცი „ქალი გველი“. თარგმანი და სცენური ვერსია - ლ. ფოფხაძე, რ. სტურუა და დ. საყვარელიძერ. სტურუა და დ. საყვარელიძეგ. ალექსი-მესხიშვილი, პ. რუდჩიკიგ. ყანჩელი8.01
1997თ. ჭილაძე „ნახვის დღე“რ. სტურუა და გ. თავაძეთ. ნინუაქორეოგრაფი - გ. ალექსიძე, მუსიკალური გაფორმება - ი. საკანდელიძე3 .06
1997ლ. თაბუკაშვილი „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი...“რ. სტურუა და დ. ხინიკაძემ. შველიძექორეოგრაფი - გ. მარღანია, მუსიკალური გაფორმება - გ. სტურუა26.02
2000ი. ჭავჭავაძე „კაცია-ადამიანი?!“რ. სტურუამ და ა. ენუქიძემ. შველიძეი. საკანდელიძე1.07
2001უ. შექსპირი „როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“რ. სტურუაგ. ალექსი-მესხიშვილიგ. ყანჩელი02.02
2001უ. შექსპირი „ჰამლეტი“რ. სტურუამ.შველიძექორეოგრაფი - გ.ალექსიძე21.11
2002ს. ბეკეტი „გოდოს მოლოდინში“რ. სტურუამ.შველიძეგ. ყანჩელი29.09
2004„სტიქსი“რ. სტურუაგ. ყანჩელი25.11
2005ლ. ბუღაძე „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი“რ. სტურუათ.ნინუაქორეოგრაფი - კ. ფურცელაძე25.11
2006დ.. კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“რ. სტურუაგ. ყანჩელი10.02
2006რ. როუსი „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“რ. სტურუათ.ნინუაია საკანდელიძე24.03
2007ა. ნოტომი „მტრის ნიღაბი“რ. სტურუაა.ნინუა16.01
2007„სხვა საქართველო“რ. სტურუან. ჰაინე-შველიძემ.შველიძე14.10


შენობა

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი

რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი
წინა სახელები არტისტული საზოგადოება
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისი
მისამართი რუსთაველის გამზირი
კოორდინატები 41°41′59″ ჩ. გ. 44°47′52″ ა. გ. / 41.699806° ჩ. გ. 44.797889° ა. გ. / 41.699806; 44.797889
დამკვეთი ისაია პეტროვიისაია პეტროვი
მფლობელი საქართველოს მთავრობა
მოქმედი არენდატორები რუსთაველის სახელობის თეატრი
დაიწყო 1898
დასრულდა 1901
გაიხსნა 1901
განახლდა 1982-1987, 2003-2005
დაინგრა 1991-1992
Map


აშენდა როგორც 1887 წელს დაარსებული „არტისტული საზოგადოების“  შენობა. პროექტის ავტორები საგუბერნიო ინჟინერი კორნელი ტატიშჩევი და თბილისის საქალაქო არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი იყვნენ. მშენებლობა პირველი გილდიის ვაჭარმა ისაია პიტოევმა დააფინანსა. საძირკველი  1898 წლის 18 ნოემბერს გაიჭრა. მშენებლობა დასრულდა 1901 წელს

ვიკიციტატა
„6 თებერვალს, ნაშუადღევს 2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული დიდი შენობა ტფილისის საარტისტო საზოგადოებისა“
(გაზეთი „ივერია”, 7 თებერვალი, 1901)

არქიტექტორებმა გვიანდელი ბაროკოსა და როკოკოს ორნამენტიკა გამოიყენეს. თავდაპირველად შენობას მრავალფუნქციური დანიშნულება ჰქონდა, იგი საკლუბო ნაგებობას წარმოადგენდა. პირველ სართულზე განთავსებული იყო მაყურებელთა  ხოლო მეორეზე – საკონცერტო დარბაზი , სარდაფი რესტორან „ანონას“ ეკავა, რომელიც მოგვიანებით, 1920–იან წლებში, „ცისფერყანწელთა” კაფე-რესტორან „ქიმერიონად” გადაკეთდა.

1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ ფასადი, რუსთაველის პროსპექტზე, რომლის  აღდგენა ერთ წელიწადში მოხერხდა.

XX საუკუნის 70 –იან წლებში ძნელაძის (ახლანდელი თაბუკაშვილის) ქუჩის მხრიდან შენობას შვიდსართულიანი ნაგებობა დაემატა, სადაც განთავსდა მსახიობთა საგრიმიოროები, სარეპეტიციო და სპორტული დარბაზები,  ტექნიკური საამქროები.

შენობას რეკონსტრუქცია 1982–1987 და 2003–2005 წლებში ჩაუტარდა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში  ნაწილობრივ აღდგა  კაფე ,,ქიმერიონის” უნიკალური ფრესკები,  ხოლო ზედა ფოიეში განთავსდა კოკა იგნატოვის მიერ შესრულებული პანო – ,,თეატრი”.

ამჟამად  რუსთაველის თეატრს  უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამი დარბაზი აქვს: დიდი – 778 ადგილი, მცირე – 263 და ექსპერიმენტული – 182 ადგილი, ასევე – ,,სამეჯლისო  დარბაზი“,  ,,სასტუმრო ოთახი” და  VIP მისაღები.

მუზეუმი

სცენური დეკორაციის ესკიზი

რუსთაველის თეატრის მუზეუმი ოფიციალურად 1932 წელს ალექსანდრე ახმეტელის მხარდაჭერით დაარსდა, მისი პირველი გამგე და სულისჩამდგმელი  თეატრის მსახიობი და ლიტერატურული ნაწილის გამგე ია ქანთარია იყო. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა იმ ისტორიულ მასალას, რომლის საფუძველზე შეიქმნა და შეივსო მუზეუმის ფონდები:

ხელნაწერთა განყოფილება – 8 ათასი ერთეული (აკაკი წერეთლის ხელნაწერი პიესისა ,,გელა”, სანდრო ახმეტელის სპექტაკლების სარეპეტიციო ჩანაწერები არჩილ ჩხარტიშვილის მიერ ).

ფოტო – ფონო განყოფილება – 35 ათასი ერთეული (მარლენ ბაბოვის, იური მეჩიტოვის და მედეა ოქიტაშვილის მიერ გადაღებული 16 ათასი ფოტო – ნეგატივი ასახავს რუსთაველის თეატრის მნიშვნელოვან შემოქმედებით მოვლენებს: პრემიერებს, გასტროლებს, შეხვედრებს, საღამოებს, გამოფენებს, დისკუსიებსა და სპექტაკლების საიუბილეო თარიღებს).

სახვითი განყოფილება – 3 ათასი ერთეული (ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ირაკლი გამრეკელის, სერგო ქობულაძის, სოლიკო ვირსალაძის, გიორგი ალექსი-მესხიშვილის, მირიან შველიძის, თეიმურაზ ნინუას კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები, მაკეტები).

აუდიო – ვიდეო განყოფილება – სანდრო ახმეტელის სპექტაკლების (,,ლამარა”, ,,ანზორ”, ,,ყაჩაღები”)  ფრაგმენტებისვიდეოჩანაწერები, რუსთაველის თეატრის გასტროლები ლონდონში (1980წ.) ასევე მიმდინარე რეპერტუარის ვიდეომასალა.

კოსტუმები  –  სპექტაკლებისა:   ,,ოტელო”, ,,ოიდიპოს მეფე”, ,,ხანუმა”  „რიჩარდ III”, ,,კავკასიური ცარცის წრე” , ა. სუმბათაშვილ – იუჟინის უნიკალური თეატრალური სამოსი.

სარეკლამო განყოფილება  –  აფიშები, პლაკატები და პროგრამები XXს-ის  20 –იანი წლებიდან.

საცნობარო განყოფილება  –  კატალოგი (რეპერტუარი, გასტროლები, რეჟისორთა, მსახიობთა და მხატვართა დატვირთვა), წიგნადი ფონდის ანბანური კატალოგი.

ბიბლიოთეკა  –  მდიდარი და მრავალფეროვანია. ფონდში დაცულია 4 000-მდე თანამედროვე და რარიტეტული გამოცემები,  როგორც ქართულ ასევე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და  რუსულ ენებზე – თეატრის, კინოს, მუსიკის, ხელოვნების, ისტორიის და რელიგიის შესახებ. ბიბლიოთეკაში ინახება პიესები (1500-ზე მეტი), მხატვრული ლიტერატურა – ჰაუპტმანის,  ჰეინეს, გოეთეს,შილერის,შექსპირის, მეტერლინკის,მოლიერის რჩეულ ნაწარმოებთა კრებულები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთები.  ფონდში ინახება კერძო ბიბლიოთეკების გარკვეული ნაწილი  ი. პიტოევის, მ. დარსკის, მ. თამამშევის, ალ. ახმეტელის, აკ. ხორავას, ე. აფხაიძის და სხვათა  ავტოგრაფებით .

მუზეუმის ბიბლიოთეკაში  მრავლადაა რარიტეტული გამოცემები:   ივანე ბატონიშვილის ,,კალმასობა”ტფ.1896წ, ,,ვისრამიანი” ი.ჭავჭავაძის, ალ. სარაჯიშვილისა და პეტ. უმიკაშვილის რედაქტორობით, ტფ.1884წ.  დ. ჩუბინაშვილის  ,,ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი”  ს/პეტ. 1840წ.  რუსთაველის  ,,ვეფხისტყაოსანი” გამოცემული გ.ქართველიშვილის მიერ 1888წ. პ.ლაკრუას ,,ჩვევები და კოსტუმები”…პარიზი, 1875წ. (ფრანგ. ენაზე) ვ.დიუერის ,,საფრანგეთის ისტორია”1892წ.(ფრანგ. ენაზე),  რ. გრაული ,,XVIII ს-ის დეკორი და ავეჯი”, ბერლინი,1905წ. (გერმ. ენაზე), ჟურნალ-გაზეთები:  ,,ივერია”(1877-1886წწ),  ,,ნიშადური” 1907წ. ,,THI STUDIO”1901,1902, 1908, 1910წლების გამოცემები,  ,,LE THEATRE” 1901,1902,1903 წწ. ,, L’ ILLUSTRATION THEATRALE”1908,1909 ,1911, 1912წწ. ,,  ЕЖЕГОДНИК ИМПЕРАТОРСКИХ ТЕАТРОВ” С,ПР.  1892-1902 ,, АРТИСТ “1889 , ,,ТЕАТР И ИСКУССТВО” С,ПР .1897.

ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნები, ისტორიული ღირებულების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ქართული თეატრის ისტორიის კვლევისთვის.

იწერება სამეცნიერო ნაშრომები, მონოგრაფიები, გამოიცა რუსთაველის თეატრის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ალბომები ასევე  ,,თეატრის მხატვრობა 1920 -50 წწ”, სამენოვანი ორტომეული ,,რობერტ სტურუა”, ბუკლეტები ახმეტელისა და რეპრესირებულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.

ლიტერატურა

  • "საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი", მეორე გამოცემა, 2006, ISBN 99940-0-923-0
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში