შინაარსზე გადასვლა

ნატო გიორგაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატო ალექსის ასული გიორგაძე
დაბადების თარიღი 1960
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989
თბილისი
დაკრძალულია სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მშობლები მამა: ალექსი გიორგაძე
დედა: ნუნუ გიორგაძე[1]
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ნატო გიორგაძე (დ. 1960[კ 1] — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (29 წლის)[2].

წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მუშაობდა თბილისში, რადიო ქარხანაში.

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[3] ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში (ახალშენი)[4].

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[5].

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
  1. დაბადების წელი აღნიშნულია საფლავის ქვაზე