მანანა ლოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანანა ლევანის ასული ლოლაძე
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1955
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989 (34 წლის)
თბილისი
დაკრძალულია თბილისი, მუხათგვერდის სასაფლაო
მშობლები მამა: ლევან ლოლაძე
დედა: ეკატერინე
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
მანანა ლოლაძის საფლავი

მანანა ლოლაძე (დ. 8 მარტი[1], 1955, თბილისი — გ. 9 აპრილი, 1989, იქვე) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (34 წლის. შეცდომით გავრცელდა — 33 წელი[2]).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანანა ლოლაძე დაიბადა 1955 წლის 8 მარტს ქალაქ თბილისში.

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[3] თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].

2019 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. მანანა ლოლაძის ქუჩა)[5].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]