მზია ჯინჭარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზია მიხეილის ასული ჯინჭარაძე
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989
თბილისი
დაკრძალულია თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
მეუღლე(ები) გურამ ბაღათურია
მშობლები მამა: მიხეილ ჯინჭარაძე
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
მზია ჯინჭარაძის საფლავი

მზია ჯინჭარაძე (დ. 1944[1]/1946[2] — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1979 წლიდან მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ კი უმცროს და ბოლოს უფროს მეცნიერ მუშაკად. შეასრულა და გამოქვეყნა 40 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ფსიქოზთა პათობიოლოგიურ აქტუალურ საკითხებს ეხებოდა.

მეუღლე — გურამ ბაღათურია 9 აპრილამდე რამდენიმე წლით ადრე გარდაეცვალა.

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალულია თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე.[3]

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნეკროლოგი, „თბილისი“, 1989, 11 აპრილი, გვ. 4
  2. „საბჭოთა მედიცინა“, 1989, N3, გვ. 60
  3. მზია ჯინჭარაძე (1946-1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-09. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  4. საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]