თინა ენუქიძე
იერსახე
თინა სევერიანის ასული ენუქიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 4 ნოემბერი, 1918 |
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1989 (70 წლის) თბილისი |
დაკრძალულია | თბილისი, მუხათგვერდის სასაფლაო |
შვილ(ებ)ი | ცისანა, იური |
მშობლები | მამა: სევერიანე ენუქიძე |
ჯილდოები |
თინა ენუქიძე (დ. 4 ნოემბერი [წყარო არ არის მითითებული 1687 დღე], 1918[1] — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (70 წლის).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. როგორც მისი ოჯახის წევრი იხსენებს, თინა ენუქიძე სხვას გადაფარებია და ნიჩბით მოუკლავთ[1]. დაკრძალეს 15 აპრილს[2] თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[3].
2019 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. თინა ენუქიძის ქუჩა)[4].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულის ოჯახის წევრი: თინა სხვას გადაეფარა და ნიჩბით მოკლეს
- ↑ „თბილისი“, 1989, 11 აპრილი, გვ. 4
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]
- ↑ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №156 2019 წლის 24 მაისი//ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თინა ენუქიძის სახელის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-27. ციტირების თარიღი: 2020-01-27.