შინაარსზე გადასვლა

მანანა მელქაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანანა ამირანის ასული მელქაძე
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1963
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი, 1989 (26 წლის)
თბილისი
დაკრძალულია თბილისი, მუხათგვერდის სასაფლაო
მშობლები მამა: ამირან მელქაძე
დედა: ლია მელქაძე
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
მანანა მელქაძის საფლავი

მანანა მელქაძე (დ. 20 იანვარი, 1963[1], თბილისი — გ. 11 აპრილი, 1989, იქვე) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (26 წლის. შეცდომით გავრცელდა — 23 წელი[2]).

მანანა მელქაძე დაიბადა თბილისში 1963 წლის 20 იანვარს. 1969-1979 წლებში სწავლობდა თბილისის 144 საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე. 1985 წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და დაიწყო მუშაობა თბილისის ელექტრონული ტექნოლოგიების კვლევით ინსტიტუტში.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს მიიღო მძიმე ტრავმა, რის შედეგადაც 11 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკრძალეს 15 აპრილს[3] თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ვიკიციტატა
    „20 იანვარი... პირველად უშენოდ, როგორ აგვიფორიაქა სული და მძაფრად გვაგრძნობინა ამ დღემ დანაკარგი. დღეს შენ 27 წლის გახდი, მანანა! წინა 26 — სიცილ-კისკისით, მხიარულებით, ახლა ცრემლით, დუმილითა და ძაძით...“
    (თან გაჰყვა ლამაზი ოცნება, „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1990, 20 იანვარი)
  2. („თბილისი“, 11, IV, № 84)
  3. „თბილისი“, 1989, 13 აპრილი, გვ. 4
  4. საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]