შინაარსზე გადასვლა

ნანა სამარგულიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანა სამარგულიანი
დაბადების თარიღი 1947
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989
თბილისი
დაკრძალულია თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
მშობლები მამა: ალექსანდრე სამარგულიანი
დედა: ლუბა სამარგულიანი
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
ნანა სამარგულიანის საფლავი

გულნაზ (ნანა) სამარგულიანი (დ. 1947 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.

იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი.

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[1] თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[2].

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]