თამარ მამულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ (ლამარა) ივანეს ასული მამულაშვილი-სვანიძე
დაბადების თარიღი 1938
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989
თბილისი
მეუღლე(ები) ერმილე სვანიძე
შვილ(ებ)ი ვანო, ვერიკო
მშობლები მამა: ივანე მამულაშვილი
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

თამარ მამულაშვილი (დ. 1938[1] — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამარ მამულაშვილი დაიბადა 1938 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანაერობული და ბრუცელოზური ფაგების ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელად[2]. იყო 40-მდე შრომის ავტორი.

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 16 აპრილს[3].

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].

2019 წელს თბილისის (იხ. თამარ მამულაშვილის ქუჩა)[5] და სოფელ მეორე ობჩის ქუჩებს (იხ. თამარ მამულაშვილის ქუჩა) ეწოდა მისი სახელი[6].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „თბილისი“, 1989, 15 აპრილი, გვ. 7
  2. „თბილისი“, 1989, 14 აპრილი, გვ. 4
  3. „თბილისი“, 1989, 11 აპრილი, გვ. 4
  4. საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]
  5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება № 159 2019 წლის 24 მაისი//ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თამარ მამულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
  6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №42 66 2019 წლის 29 ნოემბერი//ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მე-2 ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მდებარე 23-ე ქუჩისათვის თამარ მამულაშვილის სახელის მინიჭების შესახებ