ელისო ჭიპაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Eliso chipashvili.jpg

ელისო გიორგის ასული ჭიპაშვილი (დ. 1964[1] — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედა — (გარდაიცვალა ელისოს დასაფლავების წინა დღეს).

მამა — გიორგი ჭიპაშვილი.

იყო თბილისელი, მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად. მკვლელობის დროს იყო 6 თვის ფეხმძიმე.[2] ელისო ჭიპაშვილი წარმოშობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთიდან იყო[1].

1989 წლის 9 აპრილს, ელისო ჭიპაშვილი რუსული „სპეცნაზის“ მიერ ჰაერში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა[3]. ოჯახის წევრებმა დიდი ძებნის შემდეგ ელოსოს ცხედარს „არამიანცში“ მიაკვლიეს. ძმის სიტყვებით: „ძლივს ვიცანი, რადგან ჩემს დას მოგრძო სახე ჰქონდა და მომწამვლელი აირისგან სულ გასიებოდა, დამრგვალებოდა. დაჩეხესო — ასეთი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ ჭრილობა საერთოდ არ ჰქონია, აირით იყო გაგუდული.“

დაკრძალულია თბილისში, დიღმის სასაფლაოზე.

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].

ხარაგაულის ერთერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. ელისო ჭიპაშვილის ქუჩა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]