ეკა ბეჟანიშვილი
ეკატერინე (ეკა) თამაზის ასული ბეჟანიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
25 აგვისტო, 1973 ტიბაანი |
გარდაცვალების თარიღი |
9 აპრილი, 1989 (15 წლის) თბილისი |
დაკრძალულია | თბილისის ზღვის სასაფლაო |
მშობლები |
მამა: თამაზ ბეჟანიშვილი დედა: ლალი ყანჩაველი-ბეჟანიშვილი[1]. |
ჯილდოები |
ეკატერინე (ეკა) ბეჟანიშვილი (დ. 25 აგვისტო[2][3], 1973, სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — სკოლის მოსწავლე, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (15 წლის).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკა ბეჟანიშვილი დაიბადა 1973 წლის 25 აგვისტოს სოფელ ტიბაანში. თბილისში სწავლობდა ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში[4][5].
1989 წლის 9 აპრილს (მაშინ ის იყო მე-10 კლასის მოსწავლე) ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. ეკა ბეჟანიშვილი 9 აპრილის ტრაგედიის ყველაზე პატარა მსხვერპლია[6]. დაკრძალეს 15 აპრილს[7] თბილისის ზღვის სასაფლაოზე.
1991 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა).
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[8][მკვდარი ბმული].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ რას ყვება 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის დედა
- ↑ დაბადების თარიღი წელია საფლავის ქვაზე
- ↑ "ერთხელ მესიზმრა ეკა..."
- ↑ ორსული გოგონა და 16 წლის მოზარდები - 9 აპრილის პატარა გმირები
- ↑ ეკა ბეჟანიშვილი (1973-1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-09. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
- ↑ ყველაზე პატარა გმირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპა
- ↑ „თბილისი“, 1989, 11 აპრილი, გვ. 4
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა