გია ქარსელაძე
გია გიორგის ძე ქარსელაძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
6 ივნისი, 1963 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
11 აპრილი, 1989 თბილისი |
დაკრძალულია | თბილისი, საბურთალოს სასაფლაო |
მეუღლე(ები) | ირინა ზაქარეიშვილი |
შვილ(ებ)ი | მარიამი |
მშობლები |
მამა: გიორგი ქარსელაძე დედა: ლეილა ცინცაძე |
გია ქარსელაძე (დ. 6 ივნისი, 1963, თბილისი — გ. 11 აპრილი, 1989, იქვე) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (25 წლის).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გია ქარსელაძე დაიბადა 1963 წლის 6 ივნისს. დაამთავრა თბილისის №53 საშუალო სკოლა. 1981-1989 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა არქიტექტურის ფაკულტეტზე. მუშაობდა თბილისის სატყეო მეურნეობაში. 1987 წელს დაქორწინდა ირინა ზაქარეიშვილზე[1].
1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევისთანავე, 11 საათზე იგორ როდიონოვმა კომენდანტის საათი გამოაცხადა. გამოცხადებიდან დაახლოებით 1 საათში კაპიტანმა ლოხინმა სასიკვდილოდ დაჭრა ქალაქისკენ მანქანით მომავალი გიორგი ქარსელაძე, რომელიც მიღებული ტრავმის შედეგად საავადმყოფოში 11 აპრილს გარდაიცვალა[2]. დაკრძალეს 16 აპრილს[3] თბილისში საბურთალოს სასაფლაოზე.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[4].
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გია ქარსელაძის ერთადერთი ვიდეო
- ↑ 9 აპრილი
- ↑ „თბილისი“, 1989, 12 აპრილი, გვ. 7
- ↑ საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს გარდაცვლილები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა[მკვდარი ბმული]